გურამ ასათიანიუსიყვარულოდ

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას 


 


 


  ყველაფერი ძველდება მზისქვეშეთში, ცვდება, იფიტება, მტვრად და ფერფლად უბრუნდება მარადისობის წიაღს.      
         
  ათასი ბაბილონის გოდოლი ჩამოაქცია ჟამთა სვლამ. ათასი გოროზი გულის ძახილი შეურია დიდ უდაბნოთა დაუსაბამო მდუმარებას. უდაბურდებიან სემირამიდას ბაღებიც...     ბაბილონის გოდოლი – ძვ ებრ. მითის თანახმად, მსოფლიო წარღვნის შემდეგ ადამიანებმა განიზრახეს სენაარის მიწაზე (მესოპოტომია) ქალაქისა და ისეთი კოშკის აშენება, რომელიც ცას მისწვდებოდა. ადამიანის თავხედობით განრისხებულმა ღმერთმა აურია მათ ენა და გაფანტა მთელ დედამიწაზე. დაუმთავრებელ ქალაქს ეწოდა ბაბილონი (ებრ. ბალალ – არევა). გოროზი – მედიდური, ამპარტავანი; ამაყი, კუშტი.  სემირამიდის ბაღები – შამურამატი / სემირამიდა – ასურეთის დედოფალი ძვ. წელთაღრიცხვის IX საუკუნეში შამშიადად V-ის ცოლი. მის სახელს უკავშირდება ბაბილონში „დაკიდებული ბაღების“ აგება, რაც ძვ. ბერძნებმა მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთ საოცრებად აღიარეს.
         
  ვინ იცის, რამდენ ამპარტავან სულის ზეობას მოეღო ბოლო. რამდენი ზრახვა ჩაჰყვათ სამუდამო ძილში ბედისა და სახელის თავზე ხელაღებულ მა ძიებლებს და „გამწარებით ხრავენ ქვიშასა“.

ინავლება სიყვარულიც...
     
         
  მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ბროწეულის ლორთქო ფესვები კადნიერად გაჰკვეთენ ქვიან ბალავარს და სარკოფაგის ათასწლოვანი სიგრილიდან კვლავ ამოგიზგიზდება „ვით ბაზმა გაუქრობელი“ – ჩვილი, უმწეო, სამარადისო ხმა:     სარკოფაგი – კუბო; პატარა აკლდამა. ბაზმა – აქ: ზეთის პატარა სანათი, ლამპარი (ხატის წინ ასანთებად).
         
  ძ ე ვ ა ხ, ს ი ც ო ც ხ ლ ე ო ჩ ე მ ო!..     ძევახ/ზევახი – ქართლის ერისთავი (პიტიახში) II საუკუნის 30-50-იან წლებში, მეფე ფარსმანის დროს. მოხსენიებულია არმაზის ბილინგვაში, როგორც უდროოდ გარდაცვლილი სერაფიტის მამა.