გივი თუმანიშვილი:  ვახტანგ VI-ის „ეპიტაფია” ლექსად

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას 


 


 


„მე უმცირესმან ძმათაგან, ვახტანგ–ყე სახელდებული
ოთხ წელ ვქმენ მცხეთა, ურბნისი, სადგრის კამარა გებული,
ტფილისს სიონი ხელახლად შევძერწე ქანდაკებული,
ჩემთვისაც სახლი სარკისა, შიგ ლხინი მოწონებული,
სტამბა მოვიღე ვლახეთით, ვამრავლე წიგნთა მელანი,
ქციის რუ ხუნანს წავიღე, გაღმითად მოვრწყე ველანი,
მაშავერის რუ ტბას შევრთე, შიგ ჩავსხი თევზნი ყველანი,
ესე მთა მოვინადირე, ვხოცე ირემი ძველანი,
სამართლის წიგნი დავწერე, მსაჯულს არ უნდა ცილობა,
 ვეფხისტყაოსნის თარგმნობა, სხვა წერილთ არ ვსთქვა ცილობა.
ჩემთათა მყოფთა ჭაბუკთა უქმნია კარგი ზრდილობა,
მხოლოდ მიმიღო სოფელმან სიმდიდრე, მეფედ შვილობა."