თამაზ ჭილაძე: ყინწვისი

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას  

 


 


 


 

 



  შენი დაღლილი ღიმილი მაკრთობს,
გაბმული სევდა ამქვეყნიური,
ო, ასე ჩუმად და ასე მარტო
მთებში სხივებზე დნება ყინული.


მე ვერ მოგიტან რტოს იასამნის
და ვერც გაზაფხულს ვერ დაგპირდები.
ჩუმია ზეცა და წვიმასავით
შუბლს უგრილებენ შენი თითები.

    ყინწვისი - სოფ. ყინწვისიდან დაახლოებით 10 კმ-ში ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - სამონასტრო ანსამბლი (XII-XIII სს.). ჩრდილოეთ კედელზე მაცხოვრის აღდგომის კომპოზიციიდან აღსანიშნავია "ლურჯი ანგელოზის" გამოსახულება - ანგელოზის თავის ნაზი დახრილობა, ხელების მომხიბლავი, ქალური მოძრაობა.