საზოგადოებისა და სამოქალაქო საზოგადოების ურთიერთმიმართება განისაზღვრება შემდეგი ფაქტორებით:

1)  სამოქალაქო საზოგადოება ემყარება ადამიანის თავისუფლებას და კერძო ინიციატივას;

2)  სამოქალაქო საზოგადოება მოიცავს ადამიანის ცხოვრების და საქმიანობის კერძო ინტერესების სფეროს;

3)  სამოქალაქო საზოგადოება ზღუდავს ხელისუფლების ძალაუფლებას 

4)  სამოქალაქო საზოგადოება ახორციელებს ხელისუფლების კონტროლს

5)  სამოქალაქო საზოგადოებას არ შეუძლია ხელისუფლების ფუნქციების შესრულება

 

1) სამოქალაქო საზოგადოება ემყარება ადამიანის თავისუფლებას და კერძო ინიციატივას, ამიტომ იგი მას საშუალებას აძლევს სრულად გამოავლინოს თავისი უნარები და შესაძლებლობები. იგი ადამიანის თვითდამკვიდრების და რეალიზაციის საუკეთესო საშუალებაა.

 2)  სამოქალაქო საზოგადოება მოიცავს ადამიანის ცხოვრების და საქმიანობის კერძო ინტერესების სფეროს, რაც ადამიანს საშუალებას აძლევს დაიკმაყოგილოს თავისი ინდივიდუალური და ჯგუფური მოთხოვნილებები. ამ მხრივ ხელისუფლება შეზღუდულია, რადგან მისი ძირითადი დანიშნულებაა საზოგადოების საერთო ინტერესების დაკმაყოფილება.

 3) სამოქალაქო საზოგადოება ზღუდავს ხელისუფლების ძალაუფლებას , რადგან მისი უფლებამოსილება აღარ ვრცელდება მთელ საზოგადოებაზე. კერძოდ, ადამიანთა ცხოვრების კერძო სფერო ხელისუფლების იურისდიქციის ფარგლებს გარეთაა.

კერძოდ,

4) სამოქალაქო საზოგადოება ახორციელებს ხელისუფლების კონტროლს, რათა დაფიქსირდეს და აღმოიფხვრას კანონიერების დარღვევის ფაქტები, რასაც ხშირად ადგილი აქვს ხელისუფლების საქმიანობაში.

 5) სამოქალაქო საზოგადოებას არ შეუძლია ხელისუფლების ფუნქციების შესრულება, რადგან მას ამის უფლებამოსილება არ გააჩნია. იგი ვერ გამოსცემს კანონებს და ვერ აღასრულებს მართლმსაჯულებას. მაგრამ მას შეუძლია აიძულოს ხელისუფლება გარკვეული კორექტივები შეიტანოს თავის საქმიანობაში.

წყარო:

სამოქალაქო საზოგადოება : ბროშურების სერია ჟურნალისტებისთვის / [მოამზადა: მარინა მუსხელიშვილმა ; გია ჟორჟოლიანი] ; საზ. კვლევის ცენტრი - თბ., 2000 - 46გვ. ; 28სმ. - (ბროშურების სერია თანამედროვე დემოკრატია: ძირითადი ცნებები და თეორიები N6) - - ბიბლიოგრ.: გვ. 45. - : [2ლ.50თ.] [MFN: 14092]

 UDC: 321.7 + 061.2

F 5.156/4

სამოქალაქო საზოგადოება : ფონდ ევრაზიის გრანტის C97-0124 საფუძველზე / [რედ.: ლევან ბერძენიშვილი და გიგა ბოკერია] ; სამოქალაქო განვითარების საერთაშ. ცენტრი - თბ., 1998 - 85გვ. ; 29სმ. - : [ფ.ა.] [MFN: 17179]

UDC: 316.3

K 21.717/4; K 21.718/4; K 21.402/4 - 316.3/ს-236; F 5.547