ლევან ბრეგაძე:  რატომ არ იხსენიება რუსთაველი მატიანეში?

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას 


 


 



 

გაიოზ იმედაშვილისრუსთველოლოგიური ლიტერატურისთვალიერებისას ერთობ საინტერესო ცნობას წავაწყდი. საუკუნეზე მეტი ხნის წინ გაზეთივერიისრედაქციისთვის ქიზიყელ მკითხველებს შეკითხვა გაუგზავნიათ:


ყველას უკვირს, რომქართლის ცხოვრებაშიამ წიგნზე (“ვეფხისტყაოსანსგულისხმობენ. – . .) ხმასაც არ იღებენ მემატიანენი. მართლაც, საკვირველი იქნებოდა, რომ ასეთს თხზულებაზე ხმა არავის ამოეღო, თუ-კი სწორედ თამარის დროსა ყოფილიყო დაწერილი. ამიტომ ქიზიყში დღეს ბევრნი ვფიქრობთ, რომვეფხვის-ტყაოსანიდაწერილია რამდენისამე საუკუნის შემდეგ დიდებულის თამარისა”. (საქმე ის გახლავთ, რომ თამარის ეპოქიდანრამდენისამე საუკუნის შემდეგდროინდელიმატიანეები აღარ მოგვეპოვება და იქნებ მაშინდელიავეფხისტყაოსანიო”, ვარაუდობენ ქიზიყელები).
ეჭვი, რაცივერიისმკითხველებს გასჩენიათ, მთლად უსაფუძვლო როდია. მართლაცდა, შავთელი იხსენიება თამარის ისტორიაში, ვითარცაკაცი ფილასოფოსი და რიტორი, ლექსთა გამომთქმელი”, რუსთაველი კი არ ჩანს!


ვინმე თეოდოსიძეს გაუცია ქიზიყელებისთვის პასუხიივერიის” 1888 წლის მეხუთე ნომერშიგაოცდებით, ისეთი ჭკვიანური, დამაჯერებელი პასუხი გაუცია:


ვეფხვის-ტყაოსანზედიმიტომ არა არის-რა ნათქვამი ქართლის მატიანეებში, რომ ამ წიგნის მოხსენიება აკრძალული უნდა ყოფილიყო”, რაც, თეოდოსიძის აზრით, იმით აიხსნება, რომვეფხისტყაოსანიწოდებრიობის გადალახვის ქადაგებაა, რასაც მაღალი წოდება უნდა აემხედრებინოს. “რუსთაველი კი იმ დროს, მეთორმეტე საუკუნეში, თავისის სპეტაკის ჭკუით, ნათელის გრძნობითა და უუდიდესის ნიჭიერებით ებრძვის ამისთანა ცრუ ამპარტავნობას, აღმერთებს სუფთა გრძნობას სიყვარულისას და ჰქადაგებს, რომ ნამდვილი სიყვარული არ უნდა შეეპუოს ცრუ რწმენას, გადააბიჯოს შთამომავლობასა, გვარიშვილობას და ეძებდეს კაცში ადამიანსა, როგორც მოიქცა თინათინი, მეფის ქალი, და შეუუღლდა თავის კარის კაცს, მშვენიერს ავთანდილს და როგორც ნესტან-დარეჯანი, რომელმაც არ ინდომა ქმრად არც ერთი ხელმწიფე და მისცა თავისი სული, გული და სამაგალითო სიყვარული თავის ქვეშევრდომს ტარიელსა”.


მართლაც, მეთორმეტე საუკუნის საქართველოში გაბატონებული ფეოდალური იდეოლოგიის პოზიციიდანვეფხისტყაოსნისავტორი განსხვავებულად მოაზროვნე, ანუ დისიდენტი, ჩანს. (თუ ვინმე იკითხავს, რა შეიძლებოდა ყოფილიყოვეფხისტყაოსნისავტორის ზემოხსენებული დისიდენტური შეხედულების წყარო, ვუპასუხებთ: ხალხური ზღაპარი, რომელშიც უფლისწულისა და გლეხის ქალის შეუღლება ჩვეულებრივი ამბავია).


პოემაში სხვა დისიდენტური აზრებიც შეინიშნება, დისიდენტურად არის წარმოდგენილი თუნდაც გენდერული საკითხი (გავიხსენოთ, როგორი ინიციატივიანები არიან რუსთაველის ქალები საზოგადოდ და კერძოდ სასიყვარულო ურთიერთობებშიც: თინათინიც და ნესტანიც პირველნი უტყდებიან სიყვარულში თავიანთ რჩეულთ).


ყოველივე ამის და ზოგი სხვა რამის გამოც (რაზედაც ამჯერად სიტყვას ვერ გავაგრძელებთ) ფეოდალური ცენზურა (რომელსაც უთუოდ დაექვემდებარებოდა მატიანეები, რომლებიც სამეფო კარზე იწერებოდა) შეეცდებოდა მიეჩქმალა ამგვარი, მისთვის მიუღებელი (ფეოდალური წესწყობილების ძირგამომთხრელი) აზრების შემცველი პოემა დავეფხისტყაოსნისადა მისი ავტორის მატიანეში მოუხსენიებლობის მიზეზი მართლაც ეს უნდა იყოს.


მაგრამ, ჩემი აზრით, სხვა მიზეზიც არსებობს რუსთაველის მატიანეში მოუხსენიებლობისა. “ვეფხისტყაოსნისავტორმა არამარტო სოციალურ-პოლიტიკური შეხედულებების, არამედ ესთეტიკის სფეროშიც იმდენად გაუსწრო თავის დროს, რომ მისი პოემა მე-12 საუკუნეში ვერანაირად ვერ იქნებოდა თავიდან ბოლომდე გატაცებით საკითხავი წიგნი (“ამირანდარეჯანიანისანვისრამიანისმსგავსად). “ვეფხისტყაოსნისბევრი ადგილი ერთობ მოსაწყენი მოეჩვენებოდა მაშინდელ მკითხველს.


რა მოსწონდათ იმ დროს? რა დარაინდების თავგადასავლები და სასიყვარულო ინტრიგები. ესენივეფხისტყაოსანშიცარისმკითხველი ხომ უნდა მიიზიდო (არ მინდა ვთქვა, მიიტყუო-მეთქი!). დღეს მსგავსი ხერხით იზიდავს მკითხველს უმბერტო ეკო, რომელიც თავის რომანებს დეტექტივის ფორმას აძლევს და მასობრივი მკითხველისთვის უსაყვარლესი ამ ჟანრის მეშვეობით უსერიოზულესი საკითხების დამუშავებას ახერხებს. რუსთაველიც სინამდვილეში საგმირო-სარაინდო თხზულებას კი არა, ფსიქოლოგიურ რომანს გვთავაზობს, მე-19 საუკუნის ესთეტიკურ პრინციპებს მიახლოებული მანერით შესრულებულ ნაწარმოებს. მასაც უსერიოზულესი საკითხები აინტერესებს: ადამიანის ადგილი სამყაროში, ადამიანთა ქცევების მოტივები, აინტერესებს თეორიისა და პრაქტიკის ურთიერთმიმართების პრობლემა (“არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა”; “არას გარგებს სწავლულება, თუ არა იქმ ბრძენთა თქმულსა, არ იხმარებ, რა ხელსა ჰხდი საუნჯესა დაფარულსა”), აინტერესებს ცხოვრება მთელი მისი მრავალფეროვნებით, წინააღმდეგობრიობებით (“ღმერთმა ერთი ვით აცხოვნოს, თუ მეორე არ წაწყმიდოს”, “ოდეს ტურფა გაიაფდეს, აღარა ღირს არცა ჩირად”, “ყოლა ლხინთა ვერ იამებს, კაცი ჭირთა გარდუხდელი”, “მაშა ლხინსა ვინ მოიმკის პირველ ჭირთა უმუშაკო?” “რასაცა გასცემ, შენია, რასც არა, დაკარგულია”).


ყველაზე მოსაწყენი კი იმდროინდელი მკითხველისთვის, უთუოდ, ის ეპიზოდი იქნებოდა, რომელსაცპოვნა ავთანდილისგან დაბნედილის ტარიელისაჰქვია.


აქ რუსთაველი ავთანდილს ურთულესი ამოცანის წინაშე აყენებს: მან ცხოვრებას უნდა დაუბრუნოს განადგურების პირას მისული მეგობარი, რომელიც მისტიციზმშია გადავარდნილი, სიცოცხლეზე ხელი აუღია და სატრფოსთან იმქვეყნად შეყრის ოცნებასღა შეუპყრია. ამ ამოცანას რუსთაველი სწორუპოვარი ოსტატობით, დიდი დამაჯერებლობით წყვეტს. მეგობრებს შორის მძაფრი კამათი იმართება. ავთანდილის იერიშებს მედგრად უკუაგდებს ტარიელი, მის თეზებს ანტითეზებით უპასუხებს, არგუმენტსკონტრარგუმენტით. ავთანდილი ძალზე მობილურია. გავიხსენოთ, რა ოსტატურად ახერხებს იგი ტარიელისდამუშავებას”, რაც ეტაპობრივად ხორციელდება ადამიანის, კერძოდ, რაინდის ფსიქოლოგიის სრული გათვალისწინებით.
პირველი ეტაპიპირდაპირი იერიში:


ბრძენი ხარ და გამორჩევა არა იცი ბრძენთა თქმულებ” – ცდილობს ავთანდილი გონს მოიყვანოს მეგობარი. ტარიელის პასუხია: “ბრძენი, ვინ ბრძენი, რა ბრძენი! ხელი ვითა იქმს ბრძნობასა! ეგ საუბარი მაშინ ხამს, თუცაღა ვიყო ცნობასა”.


ავთანდილის მოწოდებას: “რაცა არ გწადდეს, იგი ქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა”, ტარიელი ასე იგერიებს: “ჰკითხე ასთა, ქმენ გულისა, რა გინდა ვინ გივაზიროს”.


პირდაპირი (სწორხაზოვანი) იერიში უშედეგოდ მთავრდება. ტარიელს ნესტანის პოვნის იმედი აღარ აქვს, უმისოდ კი სიცოცხლე არ შეუძლია, სატრფოსთან საიქიოს კვლავშეყრის იმედიღა შერჩენია და სიკვდილისკენ მიილტვის (“აქა გაყრილნი მიჯნურნი მუნამცა [საიქიოს. – . .] შევიყარენით”). მოკლედ, ტარიელი ღრმა დეპრესიაშია (“დეპრესიას ახასიათებს აზროვნებითი პროცესებისა და მოძრაობის შენელება, გუნება-განწყობის დაქვეითება... თვითმკვლელობის დაუძლეველი სურვილი”, – ვკითხულობთქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში”).


და აქ ავთანდილი ჩინებულ ფსიქოთერაპევტად გვევლინება.


ნახეთ ახლა რას მოიმოქმედებს!


წარუმატებელი პირდაპირი იერიშის შემდეგ იგი ცვლის ტაქტიკას. თავს ისე აჩვენებს მეგობარს, თითქოსდა ხელს იღებს მისი დაყოლიების მცდელობაზე: კი, ბატონო, იყოს ნება შენი, მე ჩემთვის, შენ შენთვის; სამშობლოში მელოდებიან, დიდხანს აღარ შეგაწყენ თავს, ოღონდ ერთ რამესა გთხოვ და ნუ გამაწბილებ, ამაზე მაინც ნუ მეტყვი უარს: ცხენზე შეჯექი, ერთხელ დაგინახო ისეთი, როგორიც მახსოვხარ, და მერემე წავალ და შენ დაგაგდებ, იქმნას შენი საწადელი” (ატყუებს! – სიბრძნე სიცრუისა!).


ეს ისეთი თხოვნაა, ამაზე უარის თქმა მეტისმეტი უმადურობა იქნებოდა, ყოველგვარ ზღვარს გადასული, და ტარიელი უხალისოდ, მაგრამ მაინც დათანხმდა ცხენზე ამხედრებულს გაეცილებინა მეგობარი.


ავთანდილმა ცხენი მოჰგვარა, “წყნარად შესვა, არ სიჩქარით ააქშინა; მინდორთაკენ წაიყვანა, ტანი მჭევრი აძრვევინა” (რა კარგად იცის ადამიანის ფიზიოლოგია! – “იცოდა, რომე შეჯდომა კაეშანს მოაქარვებდა” – ეს კომენტარი ძალიან საჭიროა: იგი ხაზს უსვამს, რომ ავთანდილი ინტუიციურად კი არ მოქმედებს, არამედ მიზანმიმართულადიცის რას და რისთვის აკეთებს).


ამით მთავრდება ტარიელის დეპრესიიდან გამოყვანის ის ეტაპი, რომელსაც შეიძლება ფიზიოლოგიური ეტაპი ვუწოდოთ.


ახლა მორიგიეთიკურიეტაპი იწყება.


ამ ეტაპის დასაწყისში ავთანდილი ერთი შეხედვით გაუგებარ სვლას აკეთებს: თითქოსდა უადგილო რამეს ეკითხება ცოტათი მომჯობინებულ მეგობარს: “ერთსა რასმე მოგახსენებ, გამიცხადე დაფარული: ეგე სამხრე მისეული, შენ გაჩნია ვისგან წყლული, რაგვარ გიყვარს, რაგვარ გიღირს? თქვი, დავიღო მერმე სული” (ტარიელი სატრფოს სახსოვრად ოქროს სამხრეს დაატარებს თან, რომელიც ნესტანმა ასმათის ხელით გამოუგზავნა, როცა სიყვარულში წერილობით გამოუტყდა).


აღშფოთდა ამის გამგონე ტარიელი, ეგ რა მითხარი, რა მოისმინა ჩემმა ყურმაო, უკმეხად მიუგო მეგობარს (“არსასმენლისა მოსმენა არს უმჟავესი წმახისა”), ამისი ფასი რა გამაჩნია, ესღა შემრჩა ნესტანისაგან, ეს მისეული სამხრეაჩემი სიცოცხლე (...), მჯობი ყოვლისა სოფლისა...”.


აი, სწორედ ეგ მინდოდა მეთქმევინებინა შენთვისო! – შესძახა ავთანდილმა (“ვლამოდი მართ მაგისსავე თქმევასა”). რაკი ეგა თქვი, ახლა ჩემიც გაიგონეო: ეგ უსულო სამხრე თუ ასე გეძვირფასება, ასმათმა რაღა დაგიშავა, ისიც ხომ მისგან დაგრჩა (“მისი ნაჭვრეტი [...], მისი გამზრდელი, გაზრდილი, მისთვის მიხდილი ცნობისა”), უპატრონოდ, ბედის ანაბარა მიგიტოვებია ტყე-ღრეში, დაილია ქალი შენზე დარდითო (“აღარად გინდა ასმათი, – ნახე მართალი ბრჭობილი!”, “გლახ, დაგიგდია, არ ნახავ, შაბაშ მართლისა ბრჭობისა!”).


უსულო საგნის (სამხრის) და ცოცხალი ადამიანის (ასმათის) მახვილგონივრული შეპირისპირებით ავთანდილმა საწადელს მიაღწიამეგობარს სინდისის ქენჯნა აღუძრა. მართალი ხარო, აღიარა ტარიელმა: “რაცა გითქვამს, უმართლე ხარ მეტისმეტად: საბრალოა ასმათ მისად მგონებლად და ჩემად მჭვრეტად; მე სიცოცხლე არ მეგონა, შენ მომესწარ ცეცხლთა შრეტად, რათგან დავრჩი, გვალე, ვნახოთ, თუცავე ვარ ჯერთცა რეტად”.
ამის მომდევნო სტროფი ასე მთავრდება:


გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი”.


არ არის ფსიქოლოგიური რომანის ფრაგმენტი?


ჰოდა, ვინ იყო მე-12 საუკუნეში (გინდ საქართველოში და გინდ სხვაგან) ამგვარი ტექსტის დამფასებელი! შვიდი-რვა წლის ბავშვს, რომელსაც ზღაპრები ურჩევნია ყველა საკითხავს, მოაწონებთ ამას? ჰოდა, მე-12 საუკუნეში ესთეტიკურად ბავშვობის ასაკში იყო კაცობრიობა (ხაზს ვუსვამ: ესთეტიკურად და არა ინტელექტუალურად. ინტელექტის მხრივ მაშინდელი ადამიანი ახლანდელისგან დიდად არ გასხვავდება).


მატიანეში მოიხსენიებდნენ კი არა, საერთოდ როგორ მოაღწია ჩვენამდე, ისიც საკვირველია! ხოლო მოაღწია, უთუოდ, შთამბეჭდავი სალექსო ფორმის, არაჩვეულებრივი ხატოვანებისა და ურიცხვი აფორიზმის გამოვინც რუსთაველის სკოლას გაივლიდა, საზოგადოებაში იოლად დაიმკვიდრებდა თავს.
თანამედროვეთვეფხისტყაოსნისმიმართ უთუოდ ექნებოდათ ამბივალენტური, წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება, ის მათთვის მრავალმხრივ მიუღებელი, გამაღიზიანებელი, მაგრამ სასარგებლო, თანაც იდუმალებით აღსავსე ტექსტი იქნებოდა (ყოველთვის იდუმალებით აღსავსეა ტექსტი, რომელიც ბევრად უსწრებს თავის ეპოქას). ეს კი (წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება და იდუმალება) ხელოვნების ქმნილებათა სიცოცხლისუნარიანობის მთავარი პირობაა.