|
|||
|
ღუჭაშვილი ზურაბ - დაიბადა 1974 წლის 21 მარტს ქ. თბილისში. 1991 წელს დაამთავრა ქ. თბილისის 90-ე საშუალო სკოლა. ამავე წელს ჩაირიცხა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დღის დასწრებული სწავლების განყოფილებაზე. იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა 1996 წელს წარჩინების დიპლომით.
1995 წლიდან მუშაობდა იურიდიული ფაკულტეტის სამართლის თეორიისა და სახელმწიფო სამართლის კათედრის ლაბორანტად. 1996 წლის ოქტომბრიდან მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის თანასემწედ.
1996 წლიდან არის იურიდიული ფაკულტეტის ასპირანტი სპეციალობით - სახელმწიფოსა და სამართლის თეორია და ისტორია, პოლიტიკურ მოძღვრებათა ისტორია. მის მეცნიერ-ხელმძღვანელად დაინიშნა იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გივი ინწკირველი, მისი სადისერტაციო თემა იყო "სიტყვსა და ინფორმაციის თავისუფლების იურიდიული და ზნეობრივი საფუძვლები" რომელიც დაიცვა 1998 წლის 30 დეკემბერს და მიენიჭა იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი.
1999 წლის 19 იანვრიდან მუშაობდა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში და ინიშნება დევნისა და გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს კრიმინალისტიკური განყოფილების სტაჟორად პროკურორ-კრიმინალისტიკის ვაკანტურ თანამდებობაზე ორი წლის ვადით, ხოლო 1999 წლის 21 ივნისიდან გადადის ქ. თბილისის გლდანის რაიონის პროკურატურის სტაჟორად გამომძიებლის ვაკანტურ თანამდებობაზე.
ამავე დროს, 1998 წლის 1 სექტემბრიდან იყო ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის თეორიისა და კონსტიტუციური სამართლის კათედრის მასწავლებელი.
წიგნები: *სიტყვის თავისუფლების ზნეობრივი და იურიდიული საფუძვლები - გამოკვლევა და წერილები |