|
|||
|
თევზაძე გიგი - თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის დასავლურ ენათა და კულტურათა უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციოლოგიის კათედრის გამგე; ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი; სახელმწიფო ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭოს წევრი; პროგრამა „კანონიერების კულტურის“ დირექტორი; იდეების ისტორიის, XX საუკუნის ფილოსოფიის, ზოგადი და პოლიტიკური სოციოლოგიის თემებზე დაწერილი ექვსი წიგნის, სამეცნიერო და საგაზეთო სტატიების ავტორი; როგორც ადგილობრივი ექსპერტი, მონაწილეობდა USAID-ის მიერ განხორციელებულ დემოკრატია/მმართველობისა და სასკოლო განათლების სისტემების შეფასებებში; სხავადასხვა დროს იყო პარლამენტის კვლევითი დეპარტამენტის უფროსი და გაზეთ „ერთობის“ რედაქტორი (გორი).
წიგნები: *როგორი ქვეყანა ვართ არჩევნების შემდეგ (თანაავტორები: გია ნოდია, კახა კაციტაძე, ლევან ბერძენიშვილი)
*ჩვენი დრო, სფინქსი და ძენონის ისარი
ინსტიტუციური ცვლილებების სოციოლოგია
*დემოკრატიის მშენებლობა საქართველოში #1
*დემოკრატიის მშენებლობა საქართველოში #7 (დემოკრატიული საზოგადოების განვითარება საქართველოში)
*დემოკრატიის მშენებლობა საქართველოში #9 (ეთნიკური კონფლიქტი და განდგომილი რეგიონები საქართველოში) (თანაავტორი: დავით დარჩიაშვილი)
|