ეს
წიგნი, პირველი ნაშრომია ქართულ ენაზე,
რომელიც ბავშვთა უფლებებს ეძღვნება და
მათი უფლებების დაცვისაკენ არის
მოწოდებული. ,,ბავშვთა უფლებებში“
დასტამბული ,,საქართველოს კონსტიტუციის“,
,,ადამიანის უფლებათა საყოველთაო
დეკლარაციის“, ,,ბავშვის უფლებათა
კონვენციისა“ და ბავშვთა უფლებების
შესახებ საქართველოს კანონმდებლობის
მიმოხილვის ცოდნა დიდ დახმარებას გაუწევს
მოზარდ თაობას,
მშობლებს,
პედაგოგებს და ყველას, ვინც ბავშვთა
უფლებების დაცვით და, მაშასადამე, მათი
ცოდნით არის დაინტერესებული.