|
ანოტაცია:
ადგილობრივი მმართველობა სახელმწიფოს
მართვის სისტემის უმნიშვნელოვანეს რგოლს შედაგენს. ყოველ
ქალაქს, მუნიციპალიტეტს და რეგიონს ესაჭიროება
განვითარების ისეთი მიმართულებების დასახვა, რომლებიც
შეესაბამებიან გარდამავალი პერიოდის ტენდენციებს და
თავისებურებებს, რომელთა განხორციელება ადგილობრივი
მმართველობის ძალებს არ აღემატება. ამავე დროს, სამოქალაქო
საზოგადოების ჩამოყალიბების ფონზე მიმდინარე
დეცენტრალიზაციის პროცესები მართვის ეფექტურბის
არასაკმარისი დონით ხასიათდებიან. ასეთ პირობებში
ადგილობრივი არჩევითი და მმართველობითი ორგანოები
მხარდაჭერასა და თანამშრომლობას საჭიროებენ უწინარესად
მეცნიერებისა და ექსპერტების მხრიდან. ქ. თბილისის
საკრებულოსთან სწორედ ამგვარი მოკრძალებული თანამშრომლობის
ცდას წარმოადგენს წინამდებარე წიგნი, რომლის შემდგენლები
არიან: გელა გრიგოლაშვილი - ეკონომიკურ
მეცნიერებათა კანდიდატი, საქართველოს ეკონომიკური ფორუმის
თავმჯდომარე; რევაზ კაკულია - ეკონომიკურ
მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ეკონომიკის
სამინისტროსთან არსებული ეკონომიკური და სოციალური
პრობლემების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის
მოადგილე; დომენტი მოურავიძე - ეკონომიკურ
მეცნიერებათა კანდიდატი, საქართველოს ეკონომიკურ
სამინისტროსთან არსებული ეკონოიმკური და სოციალური
პრობლემების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის
მოადგილე; ავთანდილ სულაბერიძე - ეკონომიკურ
მეცნიერებათა კანდიდატი, საქართველოს მეცნიერებათა
აკადემიის დემოგრაფიისა და სოციოლოგიური კვლევის
ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; მალხაზ შუბითიძე -
ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, ივ. ჯავახიშვილის
სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი.
|