ანოტაცია:

 

ჩვენი ბროშურის მიზანია მკითხველს გააცნოს ამერიკის  საიმიგრაციო კანონმდებლობა (ამ კანონმდებლობიდან ამონაწერის სახით მოცემული თავები ტექსტში აღნიშნულია ვარსკვლავით *). საჭირო იურიდიული ინფორმაცია ავტორებს მიაწოდა აშშ-ს ვირჯინიის შტატის ვექილთა კოლეგიის  საერთაშორისო სამართლის სექციასთან არსებული საიმიგრაციო კანონმდებლობის კომიტეტმა. ვიმედოვნებთ, რომ მოცემული პუბლიკაცია გააშუქებს მთელ რიგ საკითხებს, რომელიც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებში უცხოელთა უფლებებსა და პასუხისმგებლობას, ამავე დროს, მოგაწვდით საჭირო ინფორმაციას სსრ კავშირიდან გასვლის თაობაზე (მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში მუდმივ საცხოვრებლად).

 

1990 წლის ნოემბერში ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა მიიღო ,,იმიგრაციისა და მოქალაქეობის შესახებ აშშ კანონის“ შესწორება, რომელიც ითვალისწინებს 1991 წლის 21 ოქტომბრიდან გასაცემი საიმიგრაციო ვიზების მაქსიმალური წლიური ოდენობის გაზრდას 270.000-დან 700.000 ცალამდე. ეს დონე უცვლელი იქნება 3 წლის განმავლობაში, ე.ი. 1994 წლის 21 ოქტომბრამდე.

 

აღნიშნული შესწორება შეუმსუბუქებს აშშ-ში მუდმივ საცხოვრებლად შესვლას შეერთებული შტატების მოქალაქეთა და მუდმივად, კანონიერ მაცხოვრებლად მიღებულ პირთა არაპირდაპირ (შორეულ) ნათესავებს, აგრეთვე ყველა კატეგორიის ემიგრანტებს დასავლეთ ევროპის  ქვეყნებიდან.

 

ავტორთა კოლექტივი მადლობას უძღვნის ბატონ ტომას ფედოულ უმცროსს, ესკვაირს, გამოცემის მომზადებაში გაწეული დახმარებისათვის.