ანოტაცია:

 

საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხელისუფლებას კარგად ესმოდა სოციალისტური იდეების პარადოქსულობა ახლად შექმნილ ქართულ სახელმწიფოში, რადგან ქვეყანა იმყოფებოდა გარდამავალ ხანაში და გარკვეული დროით უნდა დარჩენილიყო ბურჟუაზიული საზოგადოების ფარგლებში. მართალია მმართველი პარტია მიზნად ისახავდა სოციალისტურ პერსპექტივას, მაგრამ ქვეყანაში არსებული სინამდვილე არ იყო სოციალისტური, ამიტომ მისთვის შეუფერებელი იყო როგორც სოციალისტურ,  ასევე ბურჟუაზიულ იდეოლოგიაზე პოლიტიკური დაყრდნობა. ასეთ ვითარებაში მთავრობამ დემოკრატიული პრინციპები აიყვანა სახელმწიფო იდეოლოგიურ რანგში.

წინამდებარე ნაშრომი, ძირითადად, დაფუძნებულია ახლად გამოვლენილ ისტორიულ წყაროებზე, სამეცნიერო და ე. წ. ემიგრანტულ ლიტერატურაზე. იგი განკუთვნილია მკითხველთა ფართო წრისთვის და ეღძვნება საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლისთავს.