ანოტაცია:

 

ეს შესწორებული და გადამუშავებული გამოცემა წარმოადგენს უპოპულარულეს სახელმძღვანელოს ევროკავშირის საქმიანობის შესახებ ყველასათვის ვისაც აინტერესებს როგორ ვითარდებოდა ევროკავშირი და როგორ მოქმედებს:

* როგორ მოქმედებენ ინსტიტუციები და კომიტეტები თეორიაში და პრაქტიკაში

* საიდან მოდის ევროკავშირის ფული და სად მიდის იგი

* ფაქტები და მონაცემები ბიუროკრატიის შესახებ

* სავალუტო და ეკონომიკური კავშირის მნიშვნელობა და ერთიანი ვალუტა

* პოლიტიკური მოსაზრებები და პროგრესი ოცდამერთე საუკუნეში ევროკავშირის მახასიათებლებისა და მოცულობის განსაზღვრის მიმართულებით

*ევროკავშირის საქმიანობის ყველა სფერო დაწყებული მშრომელთა და ქალთა უფლებებით და დამთავრებული თევზის რეწვითა და ფერმერული მეურნეობით

 

გამომცემლობა ეკონომისტის სახელმძღვანელო ევროკავშირის შესახებ წარმოადგენს ყველაზე მკაფიო და ყოვლისმომცველ სახელმძღვანელოს ევროკავშირის საქმიანობის საკითხებში. ყველასათვის ვინც ცხოვრობს და მუშაობს ევროკავშირში, და სხვებისთვისაც - ვინც საქმიან ურთიერთობაშია მასთან - უკეთესი ცნობარი არ არსებობს.