ანოტაცია:
ნაშრომში
გლობალიზაციის დადებითი და უარყოფითი ტენდენციების
კრიტიკული ანალიზის საფუძველზე ნაჩვენებია, რომ
თანამედროვე მსოფლიოში არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია
ერთმანეთისგან იზოლირებულად არსებობა. გლობალიზაცია ქმნის
ახალ პერსპექტივებს სხვადასხვა ქვეყნების, ერების
ცივილიზაციათა და კულტურათა ურთიერთობისათვის და ეს
პროცესი შეუქცევადია. ამასთანავე, დასავლეთის გლობალისტთა
მცდელობა - გაავრცელონ თავიანთი ფასეულობანი მთელი
მსოფლიოს მასშტაბით, შეინარჩუნონ სამხედრო უპირატესობა და
დაამკვიდრონ საკუთარი ეკონომიკური ინტერესები, აწყდება
სავსებით სამართლიან წინააღმდეგობას სხვა ქვეყნებისა თუ
ცივილიზაციების მხრიდან.
ამდენად,
გლობალიზაცია არის არა მხოლოდ ახალი ტექნოლოგიები,
მეცნირებისა და ტექნიკის მონაპოვართა დანერგვა მთელი
მსოფლიოს მასშტაბით, არამედ, აგრეთვე, ახალი მწვავე
პრობლემები სულიერი კულტურის სფეროში, რაც ახლებურად
აყენებს დღის წესრიგში კაცობრიობის მომავალი ბედის საკითხს
- ადამიანის, ინდივიდის, პიროვნების და საბოლოო ჯამში,
ეროვნული ცნობიერების, ეროვნული კულტურებისა და საერთოდ,
ერების თვითმყოფადობის პრობლემას ამასთან დაკავშირებით
ნაშრომში ქართული ხასიათისა და მენტელიტეტის ჩამოყალიბების
ფაქტორთა ანალიზის პარალელურად ყურადღება მახვილდება იმ
გარემოებაზე, რომ გლობალიზაციის პროცესში შენარჩუნებულ
იქნას ჩვენი ერის ხასიათის ძირითადი თავისებურებანი,
ეროვნული კულტურის თვითმყოფადობა და უნიკალურობა.
ნაშრომში
წინა პლანზეა წამოწეული გარდამავალ პერიოდში ჩვენი ქვეყნის
სუვერენიტეტისა და გლობალური ინტერესების ურთიერთობის
საკითხები და მითითებულია ის ღირებულებითი ორიენტირები,
რომელთა დანერგვა პიროვნულ, საზოგადოებრივ და
სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობებში მნიშვნელოვანწილად ხელს
შეუწყობს გლობალიზაციის ნეგატიურ გამოვლინებათა
ნეიტრალიზაციას.
ნაშრომი
განკუთვნილია სპეციალისტებისა და მკითხველთა ფართო
წრისათვის.
|