ანოტაცია:

 

იტალიის რესპუბლიკა ჯერ მხოლოდ 50 წლისაა. ეს არის მიჯნა რომის იმპერიიდან მოყოლებული, დაქუცმაცებული, შემდეგ გაერთიანებული და ფაშისტურ რეჟიმგამოვლილი ისტორიისა, მიჯნა დადებული იტალიელი ხალხის ისტორიული ნებით, როცა მონარქია რესპუბლიკით შეიცვალა.

 

სამართლის განვითარების საქმეში, რომის სამართლის მნიშვნელობის ფონზე, იტალიური კონსტიტუციონალიზმი ერთგვარად მოკრძალებულია, მაგრამ იტალიის რესპუბლიკის კონსტიტუციამ ნახევარსაუკუნოვან გამოცდას გაუძლო, ბევრი საგულისხმო სიახლეც დაამკვიდრა, წიგნში წარმოდგენილია სახელმწიფო ხელისუფლების სუბიექტების სამართლებრივი ბუნება და ადგილი სახელმწიფო სისტემაში.

 

განკუთვნილია სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოთა მუშაკებისათვის, იურისტებისა და პოლიტოლოგებისთათვის, ყველასათვის, ვისაც თანამედროვე იტალიის პოლიტიკურ- სამართლებრივი განვითარების საკითხები აინტერესებს.