ანოტაცია:

 

„თავისუფლების ბიბლიოთეკის“ ეგიდით ლიბერალი მოაზროვნეების ნაშრომების გამოცემა, არის მცდელობა, რომ ქართველი მკითხველისათვის ხელმისაწვდომი გახდეს ცხოველმყოფელი ცოდნის კიდევ ერთი ნაკადი.

 

აგრეთვე, ეს არის შეხსენება, რომ განათლების მთავარი დანიშნულებაა: ღვთის    ჭვრეტა, რწმენისა და ადამიანის ღირსების პატივისცემა, თავშეკავებულობა, როგორც პასუხიმსმგებლობის გრძნობა და მზადყოფნა - აიღო პასუხისმგებლობა, გამოიჩინო თანადგომა და იყო გონებაგახსნილი ყველაფრისადმი, რაც არის ჭეშმარიტი, კეთილი და მშვენიერი.

 

ამავდროულად, ეს არის გაფრთხილება მათთვის, ვინც ჯერ კიდევ აცნობიერებს,   თუ რა ახლოს ვდგევართ უფსკრულთან, როდესაც უგულვებელვყოფთ პირადი თავისუფლებისა და კერძო საკუთრების ხელშეუხებლობას; ეჭვგარეშე ვენდობით „ხალხის ნებას“ და ხელისუფალთა უანგარობას.

 

წარმატებად მივიჩნევთ, თუ ბროშურაში თავმოყრილი მოსაზრებები გახდება მსჯელობის საგანი, ხოლო მკითხველს გაუჩნდება სურვილი, რომ გაეცნოს აქ გამოქვეყნებული ავტორების სხვა ნაშრომებს.