ანოტაცია:

 

ამ წიგნის გამოცემის შემდეგ მომხდარმა მოვლენებმა დაადასტურა მასში მოცემული ანალიზი და ინტერპრეტაციები. საბჭოთა კავშირი, როგორც მოსალოდნელი იყო, დაიშალა. იუგოსლავიაში იმავე პროცესს გააფრთებული სამოქალაქო ომი მოჰყვა. შეერთებულ შტატებში ძალაუფლების გადასვლამ რესპუბლიკელებიდან დემოკრატების ხელში, თორმეტი წლის შემდეგ, ძირეული სახელისუფლებლო ცვლილება გამოიწვია.

 

მაგრამ ანალიზის შედეგები არ შეცვლილა. დაიმსხვრა აღმოსავლეთ - დასავლეთის კონფლიქტის დროს ჩამოყალიბებული მსოფლიო პოლიტიკის სტრუქტურა, მსოფლიო მას შემდეგ რეგიონალურად ორგანიზებული, ეკონომიკურად ორიენტირებული და დემოკრატიულად მოტივირებული. ის დაინტერესებულია საზოგადოებათა სამყაროს თემებით, განვითარებით, თავისუფლებით, მშვიდობით, და არა ძალის გაფართოებით და გამარჯვებულის დიდებით, რითაც შეპყრობილი იყო სახელმწიფოთა სამყაროს აზროვნება.

 

ამდენად ჯერ კიდევ არსებობს მსოფლიო პოლიტიკის ამ გარდატეხის ახალი მსოფლიო წესრიგის დასაბამად გადაქევის  შანსი, რომელიც სამხედრო ძალაზე კი არა, დემოკრატიულად ლეგიტიმირებულ ხელისუფლებაზე და ძალაუფლებაზეა დაფუძნებული, რომელიც ომს თუმცა სამართლით ჯერ ვერა, მაგრამ კომპრომისისთ კი ნამდვილად და, უპირველეს ყოვლისა, თანამედროვე, პრევენციაზე ორიენტირებული პოლიტიკით შეცვლის.