|
ანოტაცია:
1944 წ.
სამცხე-ჯავახეთიდან დეპორტირებული მაჰმადიანების ძირითადი
ნაწილი მესხეთის მკვიდრი მოსახლეობა იყო, ტომით ქართველები
(მესხები). დენაციონალიზაციის პოლიტიკამ, რომელიც
საუკუნეების განმავლობაში ტარდებოდა მესხეთის ტერიტორიაზე
ჯერ თურქეთის ექსპანსიის შედეგად, ხოლო შემდეგ ცარისტული
რუსეთისა და ტოტალური კომუნისტური რეჟიმის მიერ, გამოიწვია
გამაჰმადიანებულ ქართველებში ეროვნული თვითშეგნების
კვდომა. ეროვნებასთან ერთად მესხებს უკარგავდნენ თავიანთ
ისტორიულ გვარებს, ხოლო 1944 წ. დაახლოებით 90000 მესხი
"თურქის" იარლიყით შუა აზიის რესპუბლიკაში გადაასახლეს,
სადაც ისინი მოკლებულნი იყვნენ ყოველგვარ უფლებას და
თავისუფლებას.
ავტორმა,
ჟურნალისტმა კლარა ბარათაშვილმა დიდი შრომა დახარჯა
იმისათვის, რომ მაჰმადიანი მესხების ანთროპონომიკაში
ქართული შრე გამოევლინა. ავტორმა გამოკვლევას თან დაურთო
საუბრები თანამემამულეებთან. ამით უფრო საინტერესო გახადა
თავისი ნაშრომი. გასახლებულთა გულწრფელი, უსუალო
მონათხრობები წარმოადგენს ხალხის ცოცხალ მეხსიერებას,
რომელშიც ინახება ძვირფასი ინფორმაცია მათი ეთნოგენეზის
შესახებ.
სარჩევი:
რედაქტორისაგან
წინასიტყვაობა
მოკლე
ისტორიული ცნობები
აღწერებისა
და სხვა წყაროების შესახებ
ცხრილები
სამცხის
რუკა
ბარათაშვილების საგვარეულო გენეოლოგიის სქემა
სოფ. უდის
მაჰმადიანი მოსახლეობის ქართული გვარები
ცოცხალი
მოწმეები
ინფორმანტთა ნუსხა
ლიტერატურა
|