|
ანოტაცია:
წიგნში მოცემულია ბაზისური ინფორმაცია
ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანია,
დავეხმაროთ ექიმებს, მოახდინონ ოჯახური ძალადობის
სკრინინგი, მონაცემთა დოკუმენტირება, პაციენტის
უსაფრთხოების შეფასება და უსაფრთხოების გეგმის შემუშავება,
გააგზავნონ ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი არსებულ
საზოგადოებრიც ცენტრებში.
წიგნში გამოყენებული მასალა ეფუძნება
თანამედროვე უცხოურ ლიტერატურას და საერთაშორისო
გამოცდილებას.
წიგნი განკუთვნილია ექიმებისათვის (ზოგადი
პროფილის ექიმები, მეან-გინეკოლოგები, პედიატრები,
ფსიქიატრები, ქირურგები, ოჯახის ექიმები), ჯანდაცვის
სისტემის მუშაკებისათვის და ასევე მოსახლეობის ფართო
ფენებისათვის.
გვინდა გამოვხატოთ მადლიერება OSCE Office
for Democratic Institutions and Human Rights ( ODIHR )
მიმართ წიგნის გამოცემისათვის გაწეული ფინანსური
დახმარებისათვის.
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით თინა
ილსენს, რომელმაც ხელი შეუწყო საქართველოში ქალთა
არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის შექმნას და წინა
პლანზე წამოწია გენდერული საკითხები.
დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ წიგნს
წაიკითხავს.
|