ანოტაცია:

 

ნაშრომში გაანალიზებულია ქართულ მედიაში გამოქვეყნებული მასალები, რომლებიც თანამედროვე საქართველოს აქტუალურ ეკონომიკურ პრობლემებს ეძღვნება. იგი მოიცავს პერიოდს “პერესტროიკიდან“ მოყოლებული 2002 წლის ზაფხულამდე. ავტორი შეეცადა გამოევლინა ძირითადი ტენდენციები და მახასიათებლები, რომლებიც ამ პუბლიკაციებში იკვეთება, დაეფიქსირებინა და განეხილა მათში ფიქსირებული სხვადასხვა და ხშირ შემთხვევაში ერთმანეთისაგან დიამეტრულად განსხვავებული შეხედულებები და პოზიციები.

 

ნაშრომში ძირითადად განკუთვნილია ჟურნალისტებისათვის, განსაკუთრებით კი უმაღლესი სასწავლებლების შესაბამისი ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, მაგრამ ვფიქრობთ, რომ იგი გარკვეულ სამსახურს გაუწევს ეკონომისტებსაც, პოლიტოლოგებსაც და საზოგადოებრივი აზრის განვითარების დინამიკის შესწავლით დაინტერესებულ პირებსაც, აგრეთვე დაეხმარება ფართო მკითხველს პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის პროცესთან დაკავშირებული მოვლენების უკეთ გააზრებაში.