|
ანოტაცია:
ქართველ და გერმანელ ქალთა განათლებისა და
ინფორმაციის ცენტრმა 2000 წლის ივნის - მაისში ჩაატარა
სემინარების ციკლი, რომელიც ეძღვნება ქალთა უფლებების
დაცვის ძირითად საერთაშორისო მექანიზმებს. ამ ციკლის
ერთ-ერთი მთავარი მიზანი საქართველოს რეგიონებში ქალთა
უფლებების პრობლემის აქტუალიზაცია იყო. საქართველოს
რეგიონებში მცხოვრებ ქალებს, არასამთავრობო
ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ხელისუფლების
წარმომადგენლებს მიეწოდათ ქალთა უფლებებთან დაკავშირებული
უმთავრესი საერთაშორისო დოკუმენტები, რომლებთანაც
მიერთებულია საქართველო. გაიმართა დისკუსიები, რომელთა
მსვლელობაში განიმარტებოდა კანონმდებლობისა და
საერთაშორისო დებულებათა რეალობაში გატარების საკითხები.
სემინარები ჩატარდა საქართველოს სხვადასხვა
რეგიონებში: რუსთავში, თელავში, გორში, ქარელში, ქუთაისში,
ლაგოდეხსა და ოზურგეთში. წინამდებარე გამოცემა წარმოადგენს
რუსთავში გამართული სემინარის ჩანაწერს.
|