|
ანოტაცია:
ნაშრომში ,,ქართული კულტურის ზოგიერთი
ორიენტაცია (ძალადობა და გენდერი)“ მოცემულია
ინდივიდუალისტური და კოლექტივისტური კულტურების ღრმა
შედარებითი ანალიზი. ავტორი აღნიშნავს, რომ ქართული
კულტურა ტიპიურ კოლექტივისტურ კულტურას წარმოადგენს.
კულტურის ეს მახასიათებლები აისახება ღირებულებებში,
რომელთა შორის განხილულია: გენდერი, ქორწინება, არჩევანი,
პასუხისმგებლობა. თავის ანალიზში ავტორი ეყრდნობა მდიდარ
ემპირიულ მასალას, რომელიც ნაწილობრივ ლინგვისტური
ხასიათისაა (ფრაზეოლოგიზმი), ნაწილობრივ - ყოველდღიური
ცნებების ექსპერიმენტული კვლევის, ნაწილობრივ კი
სოციოლოგიური ტიპის გამოკითხვის შედეგებს წარმოადგენს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ფსიქოსემანტიკური გამოკვლევის
შედეგები, რომელიც ავლენს ღირებულებათა სიღრმისეულ
კულტურულ კავშირებს სემანტიკური ველების (კლასტერების)
სახით. ნაჩვენებია კოლექტივისტური მენტალობის,
ქრისტიანული იდეოლოგიის ღრმა გავლენა სქესთან, ოჯახთან,
ასიმეტრიასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.
|