ანოტაცია:

 

მოსახლეობის, მათ შორის ახალგაზრდობის გამოკითხვისას აშკარად შეიმჩნევა დემოკრატიის შესახებ ცოდნის სიმწირე. დემოკრატიას აიგივებენ ან კანონის უზენაესთობასთან ან აზრის გამოხატვის თავისუფლებასთან ან მოქმედების სრულ თავისუფლებასთან. მეორე მხრივ, ზოგიერთი დემოკრატიას უკავშირებს ხელისუფლების ნებას ,,მიანიჭოს“ ხალხს თავისუფალებები, მაშინ როდესაც ძირითადი უფლებები და თავისუფლებები ადამიანისაგან განუყოფელი და მისი თანდაყოლილი ნიშანია.

 

საშუალო და უმაღლეს სასწავლებლის მსმენელთათვის ასევე უცნობი რჩება დემოკრატიის თანამედროვე გაგება. საქმე ისაა, რომ პოლიტოლოგთა და სამართალმცოდნეთა უმრავლესობა ჯერ კიდევ ვერ განთავისუფლფდა მარქსისტულ -ლენინური კომუნისტური შტამპებისაგან, რის გამოც საზოგადოება, მათ შორის ახალგაზრდობა, რჩება ტოტალიტარულ იდეოლოგიურ ბურუსში.

 

ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრის, ბატონ ბიძინა სავანელის წინამდებარე ნარკვევი ცნობილი ქართველი მეცნიერის და პედაგოგის ქართულ ენაზე შესრულებული პირველი ნაშრომია, რომელშიც განხილულია დასავლური დემოკრატიის ძირითადი პრინციპები, მათი მიმართება ხელისუფლებასთან და პიროვნებასთან, მათი მნიშვნელობა სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში, მათი როლი ეროვნული, რეგიონული თუ გლობალური კონფლიქტების მოგვარების საქმეში.

 

ნიშანდობლივია, რომ პირველად საგანმანათლებლო სისტემაში საგანი ,,დემოკრატიის საფუძვლები“ ავტორის ინიციატივით შეტანილია საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში, რასაც თავად ავტორი წარმატებით უძღვება.

 

ნარკვევის მიზანია განმარტოს ხელისუფლების საქმიანობის შეფასების კრიტერიუმები და ნებისმიერი თანამდებობის პირის მიერ გადაწყვეტილების მირების პროცესში ხალხის უშუალო მონაწილეობის სამართლებრივი გზები.

 

ნარკვევი გამიზნულია საშუალო სკოლის მასწავლებლებისათვის, სტუდენტებისათვის და დაინტერესებული მკითხველისათვის

 

 

სარჩევი:

 

 

შესავალი

 

1. მცირე ექსკურსი ისტორიაში

 

2. დემოკრატია და სამოქალაქო საზოგადოება

 

3. დემოკრატია, ხელისუფლება და ადამიანის უფლებები

 

4. დემოკრატია და გაუყალბებელი არჩევნები

 

5. დემოკრატია და გლობალიზაცია

 

6. დემოკრატიის პერსპექტივები პოსტკომუნისტურ სივრცეში

 

7. საქართველოში დემოკრატიული რევოლუციის შესახებ