ანოტაცია:

 

წინამდებარე პუბლიკაცია წარმოადგენს კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრში მოქმედი პენიტენციარული სისტემის რეფორმის ხელშემწყობი ჯგუფის მიერ 2003 წლის 1 აგვისტოდან 2004 წლის 1 აპრილამდე ,,ღია საზოგადოების ინსტიტუტის“ (OSI/ZUG) მიერ დაფინანსებული პროექტის ,,საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის ხელშეწყობა“ ფარგლებში ქალაქ ბათუმის #3 საპყრობილეში, გეგუთის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ქალაქ თბილისის #1 საპყრობილესა და ხონის #9 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განხორციელებული მონიტორინგისა და აღნიშნულ დაწესებულებათა პერსონალისათვის ჩატარებული სამდღიანი ტრენინგების ,,პატიმრობის სასერთაშორისო სტანდარტები და საქართველოს კანონმდებლობა“ შედეგებს ქართულ და ინგლისურ ენებზე.