|
ანოტაცია:
განხილულია ის ძირითადი საკითხები,
რომლებიც სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლებს შეადგენს,
დაწყებული თეორიით, დასრულებული პრაქტიკული მეთოდებით,
რომელთა გამოყენების შესაძლებლობები ილუსტრირებულია
სხვადასხვა მაგალითებით.
დამხმარე სახელმძღვანელო მოიცავს
სახელმწიფო პოლიტიკის საგნის განსაზღვრას, მისი შესწავლის
მიდგომებს, მეთოდებს და მეთოდოლოგიას, სახელმწიფოს საგარეო
პოლიტიკის სტრატეგიულ არსს, , სახელმწიფო პოლიტიკის
სამართლებრივ საფუძვლებს. საქართველოს პრობლემატიკის
თვალთახედვით არის განხილული სახელმწიფო პოლიტიკის
ფილოსოფიური საწყისები და კავკასიური პოლიტიკის
პრობლემატიკა, მოყვანილია საქართველოში სახელმწიფო
პოლიტიკის წარმატებული განხორციელების პრაქტიკული
მაგალითები. განსაკუთრებული ყურადღება აქვს დათმობილი
მენეჯმენტს სახელმწიფო პოლიტიკაში, ინფორმაციის წარდგენისა
და გადაწყვეტილების მიღების საკითხებს, მათ შორის ,
გადაწყვეტილებათა მიღების რაოდენობრივ მეთოდებს.
ნაშრომი განკუთვნილია საქართველოს
ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ- ტექნიკური
ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, იგი სასარგებლო იქნება აგრთვე
მათთვის ვინც დაინტერესებულია სახელმწიფო პოლიტიკის
თეორიისა და პრაქტიკის საკითხებით.
|