ანოტაცია:

 

წიგნში საუბარია იმ ბერკეტებსა და ძალებზე, რომლებიც დადებითად მოქმედებენ ეროვნული ეკონომიკის განვითარებაზე და ქვეყანას, - თუნდაც ღარიბს, - წარმატებული განვითარების საშუალებას აძლევენ.

 

 

სარჩევი:

 

ლეშეკ ბარცელოვიჩი ,,თავისუფლება და განვითარების“ ქართული

გამოცემისათვის 

მთარგმნელისაგან

რედაქტორისაგან

 

შესავალი 

როგორ გავიგოთ თავისუფლება

თავისუფლება - რა ზომით 

სახელმწიფო, სამართალი, თავისუფლება 

თავისუფლება და თანასწორობა 

დამოკიდებულება სხვადასხვა სახის თავისუფლებას შორის 

 

პოლიტიკის სამყაროში 

სისტემის ალქიმია 

სხვა სახლმწიფოებთან ურთიერთობა 

სახელმწიფო და საზოგადოება

სახელმწიფო და სხვა დაწესებულებები 

კოლექტიური სიბრძნე თუ ბრბოს ფსიქოლოგია? 

დემოკრატიის  ,,აქილევსის ქუსლი“

კონსტიტუციის მნიშვნელობა

პოლიტიკის ეკონომიკური თეორიები 

 

განვითარების საფუძველი 

განვითარების საფუძველი და ბარიერები 

რას წარმოადგენს ეკონომიკური განვითარება?

განვითარების ტემპების განმსაზღვრელი ოთხი ნიშანი 

სწრაფი განვითარების წანამძღვრები

საკუთრება და განვითარება

სამი შემთხვევა 

მოგება - როგორც საკუთრების მთავარი აღმძრავი 

როგორ გავაფუჭოთ კაპიტალისტური ავტომობილი 

წამალი ავადმყოფობისათვის 

დასავლეთის გამოგონება 

ბრძოლა ცენტრალიზებული განაწილების სფეროში 

კონკურენცია მყიდელთა შორის 

არჩევანი მომწოდებელთა შორის

კონკურენციული საშიშროება

ჯილდო და სასჯელი ბაზარზე

 

სიღარიბე, უთანასწორობა და განვითარება

ბანკები ღარიბთათვის 

როგორ წარმოიშვა გრამინის ბანკი 

წარმატების საწინდარი 

განვითარების განსახელმწიფოებრიობა 

ღარიბები და მდიდრები 

ეკონომიკური წყობა: ინტერესთა თანხვედრა 

რედისტრიბუციონიზმი 

მცირე რამ უთანასწორობის შესახებ 

შანსებისა და სიტუაციების უთანასწორობა 

როგორ განვსაზღვროთ ოპტიმალური უთანასწორობა

არანორმატიული ეგალიტარიზმი ანუ რედისტრიბუციონიზმი

დინამიური ეგალიტარიზმი 

გამორთმევა და გაცემა 

სხვადასხვა მიზნები და კონფლიქტები მათ შორის 

სოციალური ხაფანგი 

სიღარიბის დაძლევა ეკონომიკური განვითარების გზით 

 

საკუთრების მოზაიკა  

კერძო - არაკერძო 

არსებობს საკუთრების პრობლემა? 

რომაული სამართალი - დასავლეთის უდიდესი მიღწევა 

საკუთრების უფლების სხვა შემთხვევები 

საწარმოთა საკუთრებრივი ტიპები 

სპილოები და ჭიანჭველები 

მცირე ფირმები 

სახელმწიფო გიგანტომანია

სოციალისტური კერძო სექტორი 

პრივატიზაციული ზრდა 

რამდენი კერძო? 

სტრატეგიული გაუგებრობა

წყალგამყოფი სახელმწიფოსა და კერძო საკუთრებას შორის 

როგორ მოვახდინოთ პრივატიზება 

მოთხოვნის ,,პრივატიზება“

მიწოდების პრივატიზება : ორი გზა 

პრივატიზების ტემპები 

პრივატიზება და ბიუჯეტი 

,,ჩრდილოვანი ეკონომიკა“ - ,,წითელი ეკონომიკა“ 

პრივატიზებული - ნაკლებდისციპლინირებული? 

ლიბერალიზაცია და გადასახადები 

პრივატიზება - ბიუჯეტის შეუსრულებლობის მიზეზი?

 

ხილული და უხილავი ხელი

ინტერვენციონიზმის წყარო 

როგორ შევხედოთ სახელმწიფოს? 

ეტატისტური გადახრები 

ორი სიმართლე სახელმწიფოს შესახებ 

უხილავი ხელი 

ორი სფერო 

რა არის ბაზარი? 

უფასო ფასები  

ანტისაბაზრო პროტექციონიზმი 

როდის ჩავერიოთ საბაზრო ურთიერთობებში? 

სახელმწიფოს ზოგიერთი სახის ინტერვენციის აუცილებლობის

დასაბუთება 

გაუმართლებელი ინტერვენციის საფრთხე 

ჰაერი გასაყიდად 

სოციალიზმი, კაპიტალიზმი, გარემო პირობები 

კაპიტალიზმის გარემოს დაცვითი მექანიზმები 

ბაზარი ეკოლოგიის სამსახურში 

კაპიტალისტური უმუშევრობა 

უმუშევრობის სახეები 

უმუშევრობის ღრმა მიზეზები 

შრომის ბაზრის დეფორმაცია 

განსხვავებული გამოცდილება

 

ფული, ბანკები, ბირჟა  

ფული და განვითარება 

ფულის ავადმყოფობა - ეკონომიკის ავადმყოფობაა 

მონეტარული პოლიტიკის ამოცანები 

გაუგებრობა ფულის მიმოქცევის ირგვლივ 

სტიმულირება თუ ჩახშობა 

ეკონომიკისა და პოლიტიკის წინააღმდეგობა 

დეფიციტი და ინფლაცია 

დეფიციტი ახშობს განვითარებას

ეკონომიკის სისხლის მიმოქცევა 

არასაყვარელი, მაგრამ საჭირო 

ანაბრების მობილიზება 

მიზნობრივი ინვესტიციები 

საინვესტიციო ფონდები და ბირჟა

 

კარგი და ცუდი მაგალითები   

იაპონია: ბრწყინვალება და ჩრდილები 

წარმატების ნამდვილი მიზეზები 

იაპონიის ინსტიტუციონალური განსაკუთრებულობა 

დეფორმაცია, კრიზისი, რეფორმები 

,,აზიური ვეფხვები“

საეჭვო თეორია

ვეფხვთა ნახტომის მოთოკვა 

საეჭვო ინტერვენცია 

ლათინოამერიკული მოდელი 

ორმაგი გაუგებრობა 

მაღალი ინფლაცია  

დეფორმირებული საფინანსო სექტორი 

ბარიერები უცხოური კაპიტალის წინააღმდეგ 

შრომის ბაზრის განვითარების ხელშემშლელი ბარიერები 

ლათინოამერიკული რეფორმები 

გაკოტრებული მოდელი 

ჩილეს გამოცდილება 

უმნიშვნელოვანესი გაკვეთილი 

შვედეთი: გაკოტრებული სამოთხე 

შვედური მოდელის არსი 

კრიზისის მიმართულებით

გერმანია: ,,საზოგადოებრივიდან“ ,,სოციალიზირებულ“

ეკონომიკამდე

თავდაპირველი კონცეფცია: ლიბერალური კაპიტალიზმი 

გერმანული ,,ეკონომიკური სასწაული“ 

,,ეკონომიკური სასწაულის“ დასასრული 

გაერთიანების შოკი 

ფესვებისაკენ მიბრუნება 

სამშვიდობო დაბობვა 

მძიმე გამოფხიზლება 

 

განქორწინება სოციალიზმთან  

ისტორიის ლაბორატორია 

საბაზრო ეკონომიკისა და დემოკრატიისაკენ 

ერთობლივი მემკვიდრეობა 

ადამიანთა გონებაში საძიებელი პრობლემები 

არათანასწორი ბალასტი 

განსხვავებული  ინფლაცია 

სტრუქტურული სპეციფიკა

ზოგიერთი უპირატესობა ან დამამძიმებელი გარემოებანი 

პიონერების არააკურატულობა 

ეკონომიკური რეფორმების სამი ველი 

განსხვავებული სტრატეგია 

რადიკალური, თუმცა არა დოგმატური 

არარადიკალური სტრატეგია 

ბუნებრივი ექსპერიმენტი 

ექსპორტი და პოლიტიკური სუვერენიტეტი 

ფინანსური დისციპლინა 

ბუნების უფლების მტრები 

ცვლილებათა სხვადასხვა ტემპები 

ხანძრის თანდათანობითი ჩაქრობა? 

ლიბერალიზაცია და ,,ჩრდილოვანი ეკონომიკა“

პოსტსოციალისტური უმუშევრობა 

ცდუნების გამომწვევი ცნებები 

კორელაციის არარსებობა 

სრული სოციალისტური დასაქმება

,,წმინდა სოციალისტური წარმოება ‘’ 

განსხვავება ფარულ და ღია უმუშევროობას შორის 

როგორ შევამციროთ უმუშევრობა? 

რესტრუქტურიზაციის ხაფანგი 

სამრეწველო პოლიტიკა 

კომერციალიზაცია განსახელმწიფოებრიობას როდი ნიშნავს 

სტაბილიზაცია, ლიბერალიზაცია, პრივატიზება 

საშიში კავშირები 

პოლონეთი და გარდაქმნა 

როგორ ვისარგებლოთ დამოუკიდებლობით 

შანსების გათანაბრება  და განვითარება  

პოლონეთის გზა ბაზრისაკენ 

საწყისი პირობები 

ეკონომიკური სტრატეგია 

ცვლილებები ეკონომიკურ სფეროში 

ცვლილებები  ,,რეალურ ეკონომიკაში  ‘’

მრუდე სარკე 

სტატისტიკის სისუსტეები

პოსტსოციალისტური ეკონომიკის დეფორმირებული სახე 

უკმაყოფილოთა შანსი 

გარდაუვალი უკმაყოფილება 

უკმაყოფილების წყარო 

კმაყოფილები არ ყვირიან 

პოსტსოციალური უტოპია?  

მორიგი რეორგანიზაცია 

ბაზარი და დაგეგმვა 

გაუგებრობები სახელმწიფო ხაზინის თემაზე 

ახსნა ძნელი არ არის 

განათლება და განვითარება  

სოფელი - სოფლის მეურნეობა და ბაზარი 

რაციონალური მიდგომები სოფლის მეურნეობებისადმი 

დარგის პრობლემების გადაჭრის რამდენიმე გზა 

სოფლის მეურნეობაში

ანტისაბჭოთა პოლიტიკის ნეგატიური შედეგები 

აგრარული პოლიტიკა პოლონეთში 

საბაზრო რეფორმის შესახებ 

ვიფიქროთ და ავირჩიოთ 

რას ნიშნავს კარგი მეურნეობა 

მეურნეობრიობის პრობლემები 

 

განსასჯელად მოწვევა 

არუმენტების ნაცვლად ემოციებზე თამაში 

 

მთარგმნელის ბოლოსიტყვაობა   

 

შენიშვნები  

 

შინაარსი  

 

ავტორის შესახებ

ლეშეკ ბარცელოვიჩი დაიბადა 1947 წელს პოლონეთში, ვროცლავის სავოევოდოში, ქალაქ ლიპნოში. ახალგაზრდობაში ლეშეკი საკმაოდ კარგი სპორტსმენი იყო და 1961 წელს მძლეოსნობაში (სირბილი ბარიერების გადალახვაში) ქვეყნის ჩემპიონი გახდა. სკოლის დამთავრების შემდეგ ბარცელოვიჩმა ჯერ ვარშავის დაგეგმვისა და სტატისტიკის ინსტიტუტი, ხოლო ბოლოს ნიუ - იორკის წმინდა გიორგის სახელობის უნივერსიტეტი დაასრულა.

ლ. ბარცელოვიჩი 1981 წლის დეკემბრამდე პოლონეთის გაერთიანებული მუშათა პარტიის წევრი  იყო. 1978 – 1981 წლებში იგი ხელმძღვანელობდა ახალგაზრდა ეკონომისტთა ჯგუფს, რომელთაც ქვეყანაში ეკონომიკური რეფორმების პროექტი მოამზადეს. პარტიის დატოვების შემდეგ, ანუ 1981 წლიდან ბარცელოვიჩი პროფგაერთიანება ,,სოლიდარობის“ კონსულტანტია (სწორედ ამ პროფკავშირების ხელმძღვანელობით მოხდა მილიონობით პოლონელის დარაზმვა იმხანად პოლონეთში არსებული რეჟიმის წინააღმდეგ).

1989 – 1991 წლებში მანოვეცკისა და ბელეცკის მთავრობაში პროფესორი ლ. ბარცელოვიჩი ასრულებს პრემიერ - მინისტრისა და ფინანსთა მინისტრის  ფუნქციას. პოლონეთში ეკონომიკური რეფორმების განხორციელებაში მიღებული უაღრესად აქტიური მონაწილეობისათვის იგი შერაცხულია პოლონური ეკონომიკური რეფორმების , ანუ ,,შოკური თერაპიის“, როგორც ახლა ამ სახით რეფორმებს მთელ მსოფლიოში უწოდებენ, მამად. იმ დროიდან მოყოლებული ბარცელოვიჩის სახელი მის სამშობლოში ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებულ ემოციებს აღძრავს . მოსახლეობის ერთი ნაწილისთვის იგი არის პოლონეთში ,,ეკონომიკური სასწაულის ავტორი“. მაშინ, როდესაც მეორე ნაწილი მას ,,ცივი, აუღელვებელი გონების ავტოკრატად“ მიიჩნევს.

მთავრობიდან წასვლის შემდეგ ბალცეროვიჩი მუშაობდა სავაჭრო ინსტიტუტში კათედრის გამგედ, იმავდროულად იგი გვევლინება მრავალი ფონდის შექმნის ინიციატორათა და ხელმძღვანელად.  ამავე პერიოდში ბალცეროვიჩი იყო ერთ - ერთი ცნობილი საერთაშორისო საინვესტიციო ბანკ ,,ჯპ მორგანის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. 1992 წლის შემდეგ ბალცეროვიჩი მრავალი გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნის, - რუსეთის, უკრაინის, ყირგიზეთის, ლიტვის, ბულგარეთის მთავრობის ეკონომიკური მრჩეველია. ამჟამად ლ. ბალცეროვიჩი საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველია.

ლ. ბალცეროვიჩი მრავალი წლის განმავლობაში უპარტიო იყო. ბოლოს, 1995 წელს, მისი ინიციატივით შეიქმნა ,,უნია ვოლნოსტი“ (თავისუფლების კავშირი“). რამდენიმე წლის მანძილზე ამ პარტიას თავად ბალცეროვიჩი ხელმძღვანელობდა. 1997 – 2000 წლებში პოლონეთის კოალიციურ მთავრობაში ამ პარტიის მრავალი წევრი მოღვაწეობდა. მაგალითად, ბრონისლავ გერემუკი იყო ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, თავად ბარცელოვიჩი, - ფინანსთა მინისტრი და ვიცე - პრემიერი. 2000 წლის ბოლოს ბიუჯეტთან დაკავშირებული პრობლემების გამო ბარცელოვიჩის პარტიის წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად მთავრობა დატოვეს. მალე ლ. ბარცელოვიჩს პოლონეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტად ირჩევენ. ლ. ბარცელოვიჩი დღემდე პებ -ს (პოლონეთის ცენტრალური ბანკის) პრეზიდენტია. რაც შეეხება მის მიერ დაარსებულ პარტიას, ამჟამად მისი ლიდერი ბრონისლავ გერემეკია.

ლ. ბარცელოვიჩი პოლონეთსა თუ საზღვარგარეთ გამოქვეყნებული 50 -ზე მეტი სამეცნიერო სტატიისა  თუ წიგნის ავტორია, არის საზღვარგარეთის მრავალი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, მინიჭებული აქვს ლუდვიგ ერჰარდის პრემია - 1992 წელს, ფრიდრიხ ვონ ჰაიეკის პრემია - 2000 წელს და ა. შ.  1998 წელს მიიღო ინგლისური ჟურნალის The Euromaney“ - ის ჯილდო, როგორც წლის საუკეთესო ფინანსთა მინისტრმა.