ანოტაცია:
,,თავისუფლების
ინსტიტუტი“ არასამთავრობო ორგანიზაციაა. ჩვენი საქმიანობის
პრიორიტეტული მიმართულებაა საქართველოში სამოქალაქო
უფლებების დაცვა. ეს, პირველ რიგში,სიტყვის,
აღმსარებლობის, საკუთრების, არჩევნების, შეკრებებისა და
გაერთიანებების თავისუფლებას გულისხმობს.
ჩვენ ვიცავთ დემოკრატიულ ფასეულობებს,
რომელიც კანონის წინაშე ყველას თანასწორობას გულისხმობს.
ჩვენთვის არა აქვს მნიშვნელობა, კონკრეტულად ვისი უფლება
ირღვევა.
ჩვენი პრინციპია: ერთი ადამიანის დაკარგული
უფლება, ეს პოტენციურად ყველასათვის დაკარგული უფლებაა. |