ანოტაცია:

 

ტერორიზმის წარმოშობის, განვითარების, ჩვენს დროში ტერორისტული აქტების მკვეთრი ზრდის მიზეზების დასადგენად აუცილებელია მრავალფეროვანი სისტემური მიდგომა ინდივიდუალური და ჯგუფური აგრესიის ანსტისაზოგადოებრივი ქცევის ფორმების სოციალურ-ფსიქოლოგიური კრიტერიუმების გამოყენებით. მხოლოდ ინტეგრირებული ანალიზი გვაძლევს საშუალებას გამოვავლინოთ ტერორისტული საქმიანობის განვითარების ცალკეული ეტაპები და მკვეთრად განსაზღვრული მიზეზები, განვსაზღვროთ პიროვნული რეაგირების ანომალიურად აგრესიული ფორმები, რეალურად არსებულ სოციალურ სიტუაციასა და მისი აგრესიულ-ემოციურ შეფასებას შორის დამოკიდებულების ხასიათი.