ბერეკაშვილი თამარ - ოლიტიკური და სოციალური ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატი, დამთავრებული აქვს ბიოკიბერნეტიკისა და ფრანგული ენისა და გრამატიკის ფაკულტეტები; 1984 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნირებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტში; ამ პერიოდში გამოაქვეყნა თხუთმეტამდე ნაშრომი ხელოვნური ინტელექტისა და გამოსახულებათა გამოცნობის საკითხებზე; 1985 წლიდან მუშაობს კულტურული და სოციალური ფილოსოფიის სფეროში, ხდება წამყვანი მეცნიერთანამშრომელი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში; გამოქვეყნებული აქვს 25-მდე მონოგრაფია და სტატია პოლიტიკურ, კულტურულ და სოციალურ ფილოსოფიაში. ექსპერიტსა და მკვლევარის სტატუსით მიწვეული იყო USAID-ის, IDA-ს, TACIS-ს და OSGF-ის რიგ პროექტებში; 1995 წლიდან არის საზოგადოების კვლევის ცენტრის წამყვანი ექსპერტი; 1992 წლიდან კითხულობს ლექციებს თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის დასავლურ ენათა და  კულტურათა სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2002 წლიდან - მონპელიეს ინსტიტუტისა და თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიისა და ფილოსოფიის ფაკულტეტებზე.

 

 

წიგნები:

*დემოკრატიზაცია 

(თანაავტორები: გია ჟორჟოლიანი,  მარინა მუსხელიშვილი)

 

*დემოკრატიის მშენებლობა საქართველოში #10 (საქართველოს დედაქალაქი და რეგიონები)