ბულგაკოვი სერგეი - (1971 -1944) 1918 წელს მღვდლად ეკურთხა და 1923 წელს რუსეთიდან ემიგრაციის შემდეგ პარიზში რუსული საღვთისმეტყველო ინსტიტუტის ერთ - ერთი ხელმძღვანელი იყო. ბერდიაევისა და ფრანკისგან განსხვავებით, იგი უფრო ახლოს იდგა სლავოფილურ იდეებთან და რუსეთის განსაკუთრებული რელიგიურ - კულტურული მისიისა სწამდა.

ნ. ბერდიაევის ,,ფილოსოფიური ჭეშმარიტება  და საინტელეგენციო სიმართლე“, ს. ფრანკის ,,ნიჰილიზმის ეთიკა“, ს. ბულგაკოვის ,,ჰეროიზმი და მოსაგრეობა“ და ბ. კისტიაკოვსკის ,,სამართლის დასაცავად“ პირველად დაიბეჭდა კრებულში ,,Bexи“ (მოსკოვი, 1909). ს. ფრანკის ,,დესპოტიზმის ფილოსოფიური წანამძღვრები“ წაკითხულ იქნა საჯარო ლექციად 1907 წელს და გამოქვეყნდა 1910 წელს იმავე ავტორის კრებულში ,,Философия и жизнь“ (სნკ ტ - პეტერბურგი, 1910). ს. ფრანკის ,,რუსული რევოლუციის ,,რელიგიურ - ისტორიული საზრისი“, ,,ქრისტიანული სოციალიზმის პრობლემა“ და ,,უტოპიზმის ერესი“ აღებულია მისი შვილის ვ. ფრანკის რედაქტორობით პარიზში 1972 წელს დასტამბული კრებულიდან ,,По ту сторону правого и левого“; თავდაპირველად ისინი გამოქვეყნდა შესაბამისად სტატიათა კრებულში  ,,Проблеми русского религиозного сознания“  (ბერლინი, 1924), ,,Путь“ (პარიზი, 60, 1939), და ჟურნალში  ,,Новый журналь“ (ნიუ - იორკი, XIV, 1946). წინამდებარე წიგნში შესულია აგრეთვე ნაწყვეტები ნ ბერდიაევის ორი ნაშრომიდან: სტატიიდან ,,ქრისტიანობა და ანტისემიტიზმი“, რომელიც დაიბეჭდა ჟურნალში,,Путь“ (პარიზი, 56, 1938) და წიგნიდან   ,,Самопознание“ (პარიზი, 1949).

 

 

წიგნები:

*რუსი ფილოსოფოსები დემოკრატიასა და რევოლუციაზე

(თანაავტორი - ნ.ბერდიაევი,  .ფრანკი   . კისტიაკოვსკი)