დაიანი მოშე - ,,ისრაელიტი მხედარი და ერისკაცი“. თოთხმეტი წლის ასაკიდან მონაწილეობდა ისრაელის სახელმწიფოებრიობის აღსადგენად წარმოებულ ბრძოლებში. ეკავა სხვადასხვა თანამდებობა ისრაელის არმიაში: იყო გენერალური შტაბის უფროსი და სინაის კამპანიის დროს ისრაელის ჯარების სარდალი; ქვეყნის პარლამენტის - ქნესთესის წევრი; სოფლის მეურნეობის მინისტრი; თავდაცვის მინისტრი; საგარეო საქმეთა მინისტრი; ,,თელემ“-ის ლიდერი; ექვსდღიანი ომის გმირი; თაყვანისმცემელი არქეოლოგიისა, რომელსაც პროფესიონალის კეთილსინდისიერებით ემსახურებოდა თავისი ცხოვრების უმძიმეს წუთებშიც კი.

 

ძნელად თუ მოიძებნება უკეთესი, ნებისმიერი მკითხველის ყურადღების მეტად მიმპყრობი შერწყმა ავტორის სახელისა ნაწარმოების სათაურთან, ვიდრე ,,მოშე დაიანი - ცხოვრება ბიბლიით“. ამ, ფაქტიურად ავტობიოგრაფიულ წიგნს ამავე დროს შეიძლება ეწოდოს უმოკლესი, მაგრამ სრული ისტორია ერთ-ერთი უძველესი, უნიკალური ხალხისა, რომელსაც ერად უპირველესად სარწმუნოება აერთიანებს, ვინც ათასწლეულების განმავლობაში საკუთარ მიწას მოწყვეტილმა შეძლო შეენარჩუნებინა რწმენა, სარწმუნოება, ენა და მამულიც ააღორძინა.

 

წიგნები:

*ცხოვრება ბიბლიით