|
|||
|
გრიშიკაშვილი ამბროსი - ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატმა, პოლონეთის კულტურის დამსახურებულმა მოღვაწემ ამბროსი გრიშიკაშვილმა სამსახური დაიწყო 1973 წელს სახბანკის მცხეთის განყოფილებაში საკრედიტო ინსპექტორის თანამდებობაზე, შემდეგ მუშაობდა თელავის რაიფინგანში, საიდანაც 1979 წელს კონკურსში გამარჯვების შედეგად სამუშაოდ გადავიდა საგეგმო კომიტეტთან არსებულ ეკონომიკისა და დაგეგმვის ს| კ ინსტიტუტში მეცნიერ - თანამშრომლად. აქ მან დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ეკონომიკურ მეცნიერებათა სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად. ინსტიტუტიდან იგი გადადის გაზეთ ,,სვობოდნაია გრუზიაში“ ეკონომიკურ მიმომხილველად. აქ რამდენიმე წლის მუშაობის შემდეგ კი იგი მუშაობას იწყებს და დღემდე მუშაობს ეროვნულ ბანკში. პარალელურად ა. გრიშიკაშვილი ლექციებს კითხულობს თბილისის სოციალურ - ეკონომიკურ ინსტიტუტში თემაზე: გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნები და ევროპული ინტეგრაცია.
ა. გრიშიკაშვილი როგორც საკუთარი,ისე თარგმნილი (პოლონურიდან, რუსულიდან, ინგლისურიდან) სტატიებისა და წიგნების ავტორია. კერძოდ, მისი ორიგინალური ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია ,,საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების გზები აგროსამრეწველო კომპლექსში“ (1985), ,,გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნები: პრობლემები, პერსპექტივები ‘ (1998), ,,გზა ევროკავშირისაკენ“ (1985.), ,,გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნები და ევროპული ინტეგრაცია და სხვ.
ა. გრიშიკაშვილის კალამს ეკუთვნის ასევე მრავალი როგორც ეკონომიკური, ისე მხატვრული ხასიათის თარგმნილი ლიტერატურა. კერძოდ, მან თარგმნა და მოამზადა ეკონომიკური ხასიათის ნაშრომი ,,ნობელიანტი ეკონომისტები“ (2004წ.), პოლონურიდან თარგმნა ნობელის პრემიის ლაურეატის რობერტ ლუკასის წიგნი <<საბაზრო ეკონომიკა“ (1995წ.), ლეშეკ ბარცელოვიჩის ,,სახელმწიფო გარდამავალ პერიოდში)“ (1998წ.) და მისივე ,,თავისუფლება და განვითარება“ (2004წ.).
მხატვრული ლიტერატურის ნიმუშებიდან ა. გრიშიკაშვილს თარგმნილი და გამოქვეყნებული აქვს ნობელის პრემიის ლაურეატის ვლადისლავ რეიმონტის ,,წერილები შეყვარებულს“, სტეფაბ ჟერომსკის ,,ერთგული მდინარე“, ვიესლავ მიშლივსკის ,,ქვა ქვაზე“, ალექსანდრე კრავჩუკის ,,კლეოპატრა“, ბოგდან დროზდოვსკის ,,ამწე“ და ,,არმენ ლასკოვიჩის ვნებანი“, მიხეილ კაზიუვის ,,თუ ჩემს თვალებს“, იადვიგა დაცკევიჩის ,,ნაპოლეონის ვაჟიშვილი“ და სხვ.
ამჟამად გრიშიკაშვილს გამოსაცემად მომზადებული აქვს ორი ნაწარმოები (განთავსებულია ეროვნული ბიბლიოთეკის საიტზე - http“// www. npig. gov. ge/ic): ,,პოლონეთიდან დანახული საქართველო“ და ,,ქართველები პოლონეთში“.
წიგნები: *გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნები და ევროპული ინტეგრაცია
|