|
|||
ჰაველი ვაცლავ - ვაცლავ ჰაველი ჩეხეთის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი. იგი ყოფილი კომუნისტური სამყაროს ერთ-ერთი იმ პოლიტიკოსთაგანი იყო, ვინც ხელისუფლებაში დისიდენტობიდან მოვიდა, ე. ი. პოლიტიკაში ტოტალიტარული სისტემის წინააღმდეგ სულიერმა და ინტელექტუალურმა პროტესტმა მიიყვანა. ჩეხოსლოვაკიაში კომუნისტების ბატონობის წლებში სახელი გაითქვა როგორც დრამატურგმა და ესეისტმა. 1955 წელს, ცხრამეტი წლისამ, თავისი პირველი სტატია გამოაქვეყნა, ხოლო 1963 წელს მისი პირველი პიესის პრემიერა გაიმართა. 1976 წლიდან, იგი რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული „ანტისახელმწიფოებრივი“ აქტივობისათვის. იგი ერთი დამაარსებელი იყო ჩეხოსლოვაკიის ყველაზე მნიშვნელოვანი დამოუკიდებელი პოლიტიკური ორგანიზაციისა „ქარტია-77“. 1989 წლის ,,ხავერდის რევოლუციის“ დროს, როცა კომუნისტური რეჟიმი რამდენიმე დღის განმავლობაში დაამხეს, ჰაველი ყველაზე ბუნებრივი კანდიდატი აღმოჩნდა ახალი ხელისუფლების ლიდერის პოსტზე.
წიგნები:
|