კუბლაშვილი კონსტანტინე - კონსტანტინე კუბლაშვილი დაიბადა 1973 წლის 30 მარტს. 1995 წელს დაამთავრა თსუ საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების  ფაკულტეტი. სადიპლომო ნაშრომი მოამზადა ზაარლანდის უნივერსიტეტში (გერმანია). სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს  ცენტრალურ საარჩევნო   კომისიაში იურისტად. პარლამენტის აპარატის  იურიდიულ   დეპარტამენტში კანონპროექტთა სამართლებრივი    ექსპერტიზისა და ვიზირების განყოფილების უფროსად, იყო იუსტიციის საბჭოს წევრი და იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე. 1998 – 200 წლებში გერმანიის ქალაქ ჰანოვერის   უნივერსიტეტში მოამზადა და დაიცვა დისერტაცია თემაზე ,,ტერიტორიული დანაწილება და ეროვნული ინტეგრაცია. ესპანეთის, გერმანიისა და საქართველოს კონსტიტუციურ - სამართლებრივი განვითარების შედარება“ (შეფასება -  ,,magna cum laude”), რის საფუძველზეც მიენიჭა სამართლის დოქტორის  (Dr. jur.) სამეცნიერო ხარისხი. გამოქვეყნებული  აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი ქართულ და უცხოურ სამართლებრივ გამოცემებში. ამჟამად არის საქართველოს ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭოს წევრი და იურიდიული კომპანია შპს ,,ქართველი ადვოკატები სამართლიანობისათვის“ იურისტი.

 სამართლის დოქტორი (ჰანოვერის უნივერსიტეტი, გერმანია) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე

 

წიგნები:

*ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება საქართველოში

 

*ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი

(თანაავტორი: ირინე ქურდაძე

 

*ძირითადი უფლებები

 

*საქართველოს კონსტიტუციის კომენტარები -ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი-

(თანაავტორები: ლევან იზორია, გიორგი ხუბუა, კონსტანტინე კორკელია)

 

 

სტატიები:

*აზრის თავისუფლება - ადამიანის უმნიშვნელოვანესი ძირითადი უფლება