კუტუბიძე კოკა - დაიბადა 1949 წელს. 1973 წელს დაამთავრა თსუ ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, 1977 წელს კი ამავე ფაკულტეტის ასპირანტურა სოციოლოგიის სპეციალობით. დამთავრებული აქვს აგრეთვე თბილისის ი. ჭავჭავაძის სახ. უცხო ენათა პედინსტიტუტი და თბილისი ბიზნესისა და მარკეტინგის უმაღლესი სასწავლებელი. წლების მანძილზე მუშაობდა სამედიცინო ინსტიტუტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრაზე დოცენტად. აქვს მინიჭებული პროფესორის წოდება. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი და არაერთი პუბლიცისტური ხასიათის სტატია ჟურნალ-გაზეთებში.

 

1992 წლიდან მუშაობს საქართველოს კონტროლის პალატაში, სადაც გაიარა გზა განყოფილების გამგეობიდან დეპარტამენტის უფროსობამდე. ამჟამად არის საქართველოს კონტროლის პალატის მეხუთე დეპარტამენტის უფროსი და პრეზიდიუმის წევრი.

 

წიგნები:

*გარდამავალი საზოგადოება: სახელმწიფო სუვერენიტეტი და გლობალური ინტერესები