|
|||
|
მახარაძე მიხეილ - ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე. მიხეილ მახარაძე XX საუკუნის 70 - იანი წლების ქართველ ფილოსოფოსთა ერთ - ერთი საუკეთესო წარმომადგენელი და თავისი თაობის სრულიად ნათლად და აშკარად გამოკვეთილი ლიდერია. ეს იმიტომ, რომ მისი თაობიდან მან ერთ - ერთმა პირველმა მიიქცია ქართული საზოგადოების ყურადღება თავისი სამეცნიერო ნაშრომებით, მხატვრულ - პუბლიცისტური წერილებით, საინტერესო წიგნებითა და მონოგრაფიებით. მისი ერთ - ერთი თავისებურება ისაა, რომ არ გახლავთ ე. წ. ,,ერთპროფილიანი“ მკვლევარი. მისი კვლევის სფეროში შემოდის ფილოსოფიის ისტორიის, ეთიკის, ესთეტიკის, აქსიოლოგიის,ფილოსოფიური ანთროპოლოგიის პრობლემები
1994 წელს მიხეილ მახარაძე სათავეში ჩაუდგა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის ქართული ფილოსოფიის ისტორიის განყოფილებას. 1989 წელს მან დაიცვა დისერტაცია თემაზე - ,,არეოპაგიტიკის ფილოსოფიური შინაარსი“, რომელიც 1991 წელს ქვეყნდება. გარდა არეოპაგიტიკისა იგი ჩვეული სიღრმითა და კომპეტენტურობით იკვლევს ზოგადად რენესანსის და ქართული რენესანსის საკითხება.
90 - იანი წლების დასაწყისიდან მიხეილ მახარაძის პუბლიცისტიკა აშკარად მიმართულია აჭარაში აბაშიძის ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ. 1991 – 2003 წლებში ამ საკითხებს მან მიუძღვნა 200 - ზე მეტი სტატია, წერილი, რეცენზია. ავტორმა თავისი წერილების საფუძველზე სხვადასხვა დროს გამოსცა სამი კრებული: ,,სხალთის ზარები აჭარაზე“ (1996), ,,სხალთის ზარების ექო’ (1998) და ,,ავანტიურა აჭარის სახელით“ (2004) ამ უკანასკნელისთვის მ. მახარაძეს მიენიჭა საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის დარგში 2004 წლის სახელმწიფო პრემია; გაწეული ღვაწლისათვის 2004 წლის 16 ივნისის ბრძანებულებით დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. 2004 წლის თებერვალ - აპრილის თვეებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი; 2004 წლის 20 ივნისს არჩეულ იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დეპუტატად, ხოლო იმავე წლის 20 ივლისს - აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ. მ. მახარაძე არის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტის ქართული ფილოსოფიის ისტორიის განყოფილების გამგე, თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის ხარისხების მიმნიჭებელი სპეციალიზებული საბჭოს წევრი 1991 წლიდან.
წიგნები: |