სუმბაძე ნანა - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური ფსიქოლოგიის კათედრის დოცენტი და სქაზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის ერთ-ერთი დირექტორი; ლეიდენის (ჰოლანდია) უნივერსიტეტის მიერ მინიჭებული აქვს ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი სოციალურ მეცნერებებში; მუშაობს სოციოლოგიის, ფსიქოლოგიისა და საჯარო პოლიტიკის სფეროში; უკანასკნელი წლების განმავლობაში მონაწილეობდა პროექტებში, რომლებიც ეხებოდა სოციალურ ინტეგრაციას, სიღარიბეს, მონაწილეობას და გენდერს; 1999 წელს მაკარტურის გრანტის ფარგლებში განახორციელა პროექტი „საქართველოს ქალების ადაპტაცია ეკონომიკურ ცვლილებებთან“; იყო „UNISEF“-ის კონსულტანტი პუბლიკაციის მომზადებისათვის „ქალები და ბავშვები საქართველოში: სიტუაციის ანალიზი“, 2000 წელს მეცნიერის სტატუსით მიიწვიეს კენანის ინსტიტუტში (აშშ); მისი პროფესიონალური ინტერესის სფეროს წარმოადგენს: სოციოლოგიური და სოციალურ-ფსიქოლოგიური კვლევები, გამოკითხვები და ფოკუს ჯგუფები, რაოდენობრივი და თვისებრივი მონაცემების ანალიზი; კვლევებთან ერთად ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას: უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს სოციალურ, ჯანმრთელობისა და გარემოს ფსიქოლოგიეში; არის მონოგრაფიის „სოციალური ბადე: მოზრდილ მამაკაცთა და ქალთა მეგობრობა“ და ორმოცამდე სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი.

 

 

წიგნები:

*საზოგადოებრივი აზრი თბილისში 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ 

(თანაავტორი - გიორგი თარხან-მოურავი)

 

*დემოკრატიის მშენებლობა საქართველოში #7 (დემოკრატიული საზოგადოების განვითარება საქართველოში)