დავით უსუფაშვილი - „IRIS საქართველო” სამართლებრივი პოლიტიკის უფროსი მრჩეველი, მონაწილეობს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კანონის უზენაესობის პროგრამის განხორციელებაში. 1992 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი იურისტის სპეციალობით, 1999 წელს კი მიიღო საერთაშორისო განვითარების პოლიტიკის მაგისტრის დიპლომი აშშ-ის დიუკის უნივერსიტეტში. მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის მიერ შექმნილი ეროვნული ანტიკორუფციული პროგრამის შემმუშავებელი ჯგუფის აღმასრულებელ მდივნად (2000-2001); მანამდე იყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე (1994-1997), საქართველოს საკონსტიტუციო კომისიის წევრი (1993-1995), საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის იურიდიული მრჩეველი (1992-1994), საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი და იურიდიული განყოფილების გამგე (1990-1993), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი (1992-1995)’ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის, მათ შორის, ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ აღმასრულებელი საბჭოს წევრი (1995-1997, 1999-2001). ქართულ და უცხოურ პერიოდულ გამოცემებში გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე სტატია და ადამიანის უფლებების, კონსტიტუციური სამართლის, არჩევნებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების საკითხებზე.

 

 

*დემოკრატიის მშენებლობა საქართველოში #4 (საარჩევნო პროცესები საქართველოში)

(თანაავტორი: გია ნოდია)