|
|||
ხიდაშელი თინათინ - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების პროგრამების ხელმძღვანელი : წამების წინააღმდეგ მსოფლიო ორგანიზაციის დელეგატი: აქვს საერთაშორისო სამართლისა და პოლიტიკური მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი: მონაწილეობდა ადამიანის უფლებების, კერძოდ, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების, პოპულარიზაციის რამდენიმე კამპანიაში: 2001 წელს ჩართული იყო OMCT-ის სამუშაო ჯგუფში, რომელიც აყალიბებდა ტამპერეს დეკლარაციას ბავშვების წამებისა და სხვა ძალადობის წინააღმდეგ: დაწერილი და წარდგენილი აქვს თემები ძირითადი ადამიანის უფლებებისა და გარდამავალ საზოგადოებაში სამოქალაქო საზოგადოების განვითარების შესახებ სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმებზე, რომლის ორგანიზატორები იყვნენ ევროპის საბჭო, UN, USAID და სხვა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები.
წიგნები: *ცნობარი არასამეწარმეო არასამთავრობო საქმიანობისათვის (თანაავტორები: ნიკო ორველაშვილი , ვაჟა ლალებაშვილი, მაია მესხი, ვაჟა სალამაძე, ნანა მიჩელაშვილი, ბაქრაძე ლალი)
*დემოკრატიის მშენებლობა საქართველოში #6 (ადამიანის უფლებები საქართველოში)
|