ხომერიკი ლეილა - სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის დირექტორი; მისი საქმიანობა ფოკუსირებულია გენდერულ საკითხებზე, არჩევნებსა და ადგილობრივ თვითმმართველობაზე. ხელმძღვანელობდა რამდენიმე პროგრამას, რომლებიც მიმართული იყო ჟურნალისტთა გენდერული მგრძნობიარობის გაზრდისა და ქალთა რეგიონული ორგანიზაციების განვითარებისაკენ; ატარებს სხვადასხვა ტიპის გენდერულ ტრენინგებს; განხორციელებული აქვს კვლევები შემდეგ საკითხში : გენდერული საკითხები ქართულ მედიაში, ქალთა საკითხები პოსტსაბჭოთა პერიოდის საქართველოს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში; მონაწილეობს ქალთა უფლებების დაცვის კამპანიებში და არის გენდერულ საკითხებზე მომუშავე რამდენიმე ჯგუფის წევრი.

 

 

წიგნები:

*გენდერი და დემოკრატია: როგორ ვიმუშაოთ?

(თანაავტორი: მერი ენ სტივენსონი)

 

*დემოკრატიის მშენებლობა საქართველოში #6 (ადამიანის უფლებები საქართველოში)