|
|  |
 |
ars poetica | Authors: | ბარბაქაძე, დათო | | Subjects: | პოეზია; | | DDC Subject: | Literature & rhetoric | | Abstract: | წინამდებარე წიგნის მასალები სხვადასხვა დროს ორჯერ გამოიცა: პირველად – 2008 წლის იანვარში, კატალოგის სახით, რომელიც ამომწურავ ინფორმაციას იძლეოდა იმ დროისთვის არსებული თითოეული პოეტური ტექსტის ასო-ნიშნებისა და სიტყვების რაოდენობის, ასევე – მათი შექმნის დროისა და ადგილის შესახებ; მეორედ – მიმდინარე 2010 წლის ივნისში. მეორე გამოცემა წარმოადგენდა ახალი ლექსებით შევსებულ და ”დაშიფრულ” გამოცემას. მასში ქართული ანბანის თითოეული ასო-ნიშანი ჩანაცვლებული იყო ერთადერთი ლათინური ასო-ნიშნით, რაც შეუძლებელს ხდიდა ტექსტების ენობრივი შრის წაკითხვას, მაგრამ ამომწურავ ინფორმაციას იძლეოდა მათი ყველა სხვა დანარჩენი შრის შესახებ (თითოეული ტექსტის ასო-ნიშანთა, სასიტყვო და საწინადადებო ერთეულთა და სტრიქონთა რაოდენობა); ასევე, მკითხველს სთავაზობდა ლექსების სასხეულო პოეტიკასა და სივრცული ორგანიზმის შესახებ მდიდარ სემიოტიკურ ინფორმაციას. წინამდებარე გამოცემა სულ რამდენიმე ლექსით შეივსო, მაგრამ ეს არის წიგნის დასრულებული, საბოლოოო ვერსია. მიუხედავად იმისა, რომ წინამდებარე პოეტური კრებული მხოლოდ ოცდაათ ლექსს აერთიანებს, ის ექვსი წლის ინტენსიური, მრავალი მიმართულებით დასახსრული შრომის ნაყოფი და მთლიანობაა. | | Table Of Contents: | ამაღლებულისთვის;
ძველმოდური გული;
საოცნებო სიზმრის ტყვეობაში;
სხვა გამოცდილება;
ლოცვა;
შეწყვეტილი ფიქრები მეგობარს;
1968. ყოველი შესაძლო რევოლუციის დასასრულის ანატომია. მცირე ექსკურსი შტრალენი, ქალაქის სასაფლაო;
თავაზიანობის მსხვერპლნი;
ღამე მთაში; ჩემი ის მადლობა;
მათი ძილის აღსანიშნად;
ნატურმორტი მწოლიარე წყვილით;
ციურიხი; თაურყვავილი;
მგზავრი;
genius loci;
ჩუმი ადგილები;
პოეტი;
მგალობელთა გუნდი
ზამთრისერთი დილა 5000 წლის წინ მემფისში;
მათი ღმერთები;
ესკიზები მოუხელთებლის სტრუქტურისთვის;
ars poetica;
ერთი გამოცდილების ქრონიკა;
სულთათანა; მეცხრე ტალღა; მათი თანყოფნის აღსანიშნავად;
ცეცხლო, გზავნილო!. | | Source: | ars poetica : ლექსები 2005-2010 / დათო ბარბაქაძე. - თბ., 2010. - 48გვ. - ISBN: 978-9941-9115-4-5 : UDC: 821.353.1-1 | | Language: | Georgian | | Extent Format: | 48 გვ. | | Created: | 2011-04-12 | | Modified: | 2011-04-18 |
|
| ID | Object | Size | Format | |
| 2682 | ars poetica [48 გვ.] | 7,289Kb | Adobe PDF |
|