Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/51914
Title: ბუდუ (პოლიკარპე) მდივანი
Keywords: პორტრეტი
მდივანი, ბუდუ (პოლიკარპე) გურგენის (გიორგის) ძე (1877-1937)
რეპრესირებული
Abstract: ბუდუ(პოლიკარპე) მდივანი - დაპატიმრებამდე საქ. სსრ სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. ბ.გ. მდივნის დაპატიმრების საფუძველი საქმის მასალებიდან არ იკვეთება, თუ არ გავითვალისწინებთ საქართველოს თაობაზე პარტიული კონტროლის კომიტეტის სრულუფლებიანი კომისიის 02.10-1936 წლის # 218 ოქმის ამონაწერს იმის შესახებ, რომ გადასახლებიდან დაბრუნებული და სკკპ (ბ) რიგებში აღდგენილი ბ. მდივანი, ატყუებდა პარტიას, საპასუხისმგებლო საბჭოთა სამსახურში მუშაობის კვალდაკვალ აგრძელებდა ურთიერთობას გადასახლებიდან დაბრუნებულ კონტრრევოლუციონერ ტროცკისტებთან, ბოლო 4 წლის მანძილზე მრავალჯერ შეხვდა კონტრრევოლუციური ზინოვიევურ-ტროცკისტული ორგანიზაციის ხელმძღვანელებს და ჰქონდა მათთან პარტიისა და საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული საუბრები, რაც დასტურდება დაპატიმრებული კონტრრევოლუციონერი ტროცკისტების მ. ოკუჯავას, ლ. გასვიანის, ს.ჩიხლაძისა და სხვათა ჩვენებებით. საქ.სსრ უზენაესი სასამართლოს 1937 წლის ივლისის განაჩენით, ბრალდებულ ბუდუ გურგენის ძე მდივანს მიესაჯათ სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაციით. სსრკ უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1956 წლის 29 სექტემბრის № 02-ТСБ-1522-56 განჩინებით, ბ.გ მდივანის საქმე შეწყვეტილია რსფსრ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად.
Owner: ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი
Appears in Collections:ეროვნული ფოტომატიანე

Files in This Item:
File Description SizeFormat 
45549_mdivani_budu (polikarpe)_gurgenis Ze (giorgis Ze)_1.jpg122.69 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.