ძვ. სენაკის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორის სამსონ ყიფიანის თხოვნა გამოცდებზე დასასწრებლად საზოგადოების წარმომადგენლის გაგზავნის შესახებ : 1885 წლის 19 მაისი - 18 ოქტომბერი. - 1885. - 4 ფ.[MFN: 91]
მიწერ-მოწერა გორის მაზრის უფროსთან სოფ. წინარეხის სასოფლო სკოლის შენახვისათვის საჭირო თანხების წინარეხის სამამასახლო სოფლებზე განაწილების შესახებ : 1885 წლის 25 ოქტომბერი - 1886 წლის 3 ნოემბერი. - 1885. - 20 ფ.. - საქმეში დაცულია: წინარეხის სასოფლო სკოლის მასწავლებლის სალომე მაღალაშვილის მოხსენება სკოლის მდგომარეობის შესახებ[MFN: 92]
მასწავლებელ ანდრია ღულაძის მოხსენება გამგეობის თავმჯდომარის ილია ჭავჭავაძესადმი პედაგოგიური ჟურნალის "ნობათი"-ს გამოცემა-გავრცელების შესახებ : 1885 წლის 6 ნოემბერი - 28 დეკემბერი. - 1885. - 4 ფ.[MFN: 93]
ვანის სკოლის მასწავლებლის ფილარეტ ბაქრაძის განცხადება მის მიერ შედგენილი სახელმძღვანელოების ("ქართული ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი შემდგომ ანბანისა, "ქართული წერა-კითხვის" მასწავლებელი) წარმოდგენის შესახებ : 1885 წლის 10 მაისი - 1886 წლის 4 მარტი. - 1885. - 9 ფ.. - საქმეში დაცულია: ბ. იოსელიანის რეცენზია ამ წიგნებზე[MFN: 94]
პეტერბურგში გაგზავნილი ტელეგრამა ნიკოლოზ დადიანისადმი მის მიერ ბიბლიოთეკის შემოწირვისათვის მადლობის გამოცხადებისა და საზოგადოების საპატიო წევრად მისი არჩევის შესახებ : 1885 წლის 28 მაისი. - 1885. - 1 ფ.[MFN: 95]
სხვადასხვა პირებისა და დაწესებულებათგან შემოწირული და გადმოცემული სამუზეუმო ექსპონატების ჩასაწერი დავთარი : 1885 წლის 1 სექტემბერი - 1913 წლის 5 ნოემბერი. - 1885. - 36 ფ.[MFN: 97]
მიწერ-მოწერა ფოტოგრაფ ალექსანდრე როინიშვილსა და ს. ბობრინსკის შორის არქეოლოგიური მნიშვნელობის სურათებისა და კლიშეების შეძენის შესახებ : 1885 წლის 31 ოქტომბერი - 1889 წლის 28 ოქტომბერი. - 1885. - 8 ფ.[MFN: 98]
კავკასიის სასოფლო სკოლების შესანახად თანხების მოგროვებისა და ხარჯვის წესდებულებანი : 1885 წლის 25 თებერვალი - 1893 წლის 25 მაისი. - 1885. - 13 ფ.[MFN: 99]
მიწერ-მოწერა საზოგადოების მიერ გამოცემული სახელმძღვანელოების გაყიდვისა და ანგარიშსწორების შესახებ : 1885 წლის 22 აგვისტო - 1895 წლის 16 დეკემბერი. - 1885. - 301 ფ.[MFN: 100]