The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
NPLG Online Catalogs  | დახმარება | მოგვწერეთ |
 
English   Georgian 
ძიება  მონაცემთა ბაზის შეცვლა 
დახმარება  
ძიება
საძიებო ფორმები
საძიებო ველები
ძიების შედეგები
დათვალიერება
თემატური კატალოგი
ძიების ისტორია
ცნობარი
მდებარეობის კოდები
ტერმინოლოგია
 
ვერსია 3.0
 
 
დახმარება » ძიება

როგორ მოვძებნოთ

არსებობს დოკუმენტების მოძიების სამი საშუალება: ჩვეულებრივი ძიება, გაფართოებული ძიება და ბაზის დათვალიერება.

ყოველ ბაზაში ძიების ჩასატარებლად განსაზღვრულია გარკვეული რაოდენობის საძიებო ველები.

შედეგების გვერდზე შესაძლებელია მონიშნულ ტექსტზე (ლინკზე) დაწოლით სწრაფი ძიების ჩატარება.

ძიებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ ერთი ან რამდენიმე საკვანძო სიტყვა ან ბრჭყალებში ჩასმული ფრაზა.

სისტემა არ არის მგრძნობიარე დიდ და პატარა ასოებზე. ძიებისას გამოიყენება როგორც დიდი, ისე პატარა ასოები.

ძიება საკვანძო სიტყვებით

ძიებისას შეგიძლიათ მიუთითოთ ერთი ან მეტი საძიებო სიტყვა. რამდენიმე სიტყვით ძიებისას ყოველი სიტყვა ერთმანეთთან დაკავშირდება 'და' კავშირით. მაგალითად, შეკითხვაზე [ქართული ლიტერატურა] მოიძებნება ყველა ის ჩანაწერი, სადაც შეხვდება სიტყვები ქართული და ლიტერატურა.

საძიებო ტერმინი წინადადებაში შეიძლება განთავსებული იყოს ნებისმიერ ადგილზე. მაგალითად, ზემოთ მოცემული შეკითხვის შედეგად მოიძებნება ჩანაწერები სათაურით: ქართული ლიტერატურა, ძველი ქართული ლიტერატურა, ქართული ენა და ლიტერატურა, ძველი ქართული საეკლესიო ლიტერატურა.

თუ შეკითხვა არ შეიცავს რეზერვირებულ სიტყვებს და არ აღემატება 30 სიმბოლოს, დამატებითი ძიება ჩატარდება სრული ტექსტის წაკვეცით. შედეგად მოიძებნება აგრეთვე: ქართული ლიტერატურათმცოდნეობითი მცირე ანთოლოგია.
წაკვეცით ძიების აკრძალვა შესაძლებელია, თუ საძიებო შეკითხვის თავში დავამატებთ ძახილის ნიშანს (!). მაგალითად: [!ქართული ლიტერატურა].

ძიებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ მხოლოდ ასოები (ქართული, რუსული და ლათინური) და ციფრები. სასვენი ნიშნები და რეზერვირებული სიტყვები იგნორირდება. მაგალითად, შეკითხვა [ქართული, ლიტერატურა!!!] (პირობითად) იგივე შედეგს მოგვცემს, რასაც შეკითხვა [ქართული ლიტერატურა].

ძიება ფრაზებით

ორი ან მეტი სიტყვა შეგიძლიათ გააერთიანოთ ფრაზაში, თუ მას ჩასვამთ ბრჭყალებში ("). მაგალითად, შეკითხვაზე ["ქართული ლიტერატურა"] მოიძებნება ყველა ის ჩანაწერი, სადაც სიტყვები ქართული და ლიტერატურა განთავსებულია გვერდიგვერდ.

ფრაზა შეიძლება განთავსებული იყოს წინადადებაში ნებისმიერ ადგილზე. მაგალითად, ზემოთ მოცემული შეკითხვის შედეგად მოიძებნება ჩანაწერები: ქართული ლიტერატურა, ძველი ქართული ლიტერატურა , ახალი ქართული ლიტერატურა (XIXს.). არ მოიძებნება ჩანაწერები: ქართული ენა და ლიტერატურა, ქართული ლიტერატურათმცოდნეობითი მცირე ანთოლოგია.

ფრაზის ძიებისას სასვენი ნიშნები და რეზერვირებული სიტყვები იგნორირდება. მაგალითად, შეკითხვა ["ქართული, or ლიტერატურა!!!"] (პირობითად) იგივე შედეგს მოგვცემს, რასაც შეკითხვა ["ქართული ლიტერატურა"].

რეზერვირებული სიტყვები და სიმბოლოები

სისტემის გამართული მუშაობისათვის რეზერვირებულია გარკვეული სიტყვები და სიმბოლოები, რომელთა გამოყენება საძიებო სიტყვებში დაუშვებელია, შესაბამისად ისინი ძიებისას იგნორირდება.

რეზერვირებული სიტყვები და სიმბოლოებია:
'and', 'or', 'not', '(g)', '(f)', ' . ', ' $ ', '(', ')', '*', '+', '^', '"', '#'