ქართული ენის გრამატიკა. - რომი, 1670 (სარწმუნოების გამავრც. სასულიერო საზოგ. სტ.). - [1], [8], 143, [4] გვ. ; 34 სმсм.. - თავფურცელზე: Syntagmation Linguarum orientalium quae in Georgiae regionibus audinutur. Liber primus Complectens Georgianae, seu Ibericae vulgaris Linguae Institutiones Grammaticas. Authore D. Francisco-Maria Maggio, clerico regulari, panormitano. Romae, ex Typographia Sacrae Congregations de Propaganda Fide. M DC LXX [1670]. Superiorum permissu". - შრიფტი: მხედრული[MFN: 31796]
რეზიუმე: ტექსტს წინ უძღვის: 1. ავტორის მიმართვა პაპი ურბანოს მერვესადმი. 2. ცენზურის ნებართვა და Proemium (შუსავალი). თვით ტექსტში: ქართული ენისა და მართლწერის ანალიზი; ქართული დამწერლობის სამი სახე-მხედრული, მრგვლოვანი, ნ. ხუცური; ქართული ანბანი, რიცხობრივი შესატყვისობით; ქართული სიტყვები და ფრაზები; სომხურ-ქართული ანბანი, არაბულ-ქართული ანბანი, ქართული ენის ეტიმოლოგია, სინტაქსი და პროსოდია. ქართულ ტექსტებში მრავალი იტალიანიზმი: "ბიჩი", "ვაჯი" და სხვ. შეცდომებია აგრეთვე ქართულ ფრაზეოლოგიაშიც. 137-143გვერდებზე: Catechesis christiana sive aliqvot Fidei Rudimehta-ქართული მრწამსი, ათი მცნება, ღვთისშობლის საგალობელნი-გადაბეჭდილი რომში 1629 წ. გამოცემულ Alphabetum Iberieum- დან. თავფურცელზე: ქრისტესა და მოციქულების სურათი. წიგნის ზოგიერთი ხემკულობა გვხდება ვახტანგის სტამბის (ტფილისი. 1709-1722) გამოცემებში. ქართული ენის გრამატიკასთან ერთად აკინძულია აღმოსავლური ენების შედარებითი გრამატიკა
დავითნი. - მოსკოვი, 1705. - 268გვ. ; 16სმсм.. - თავფურცელზე: სადიდებლად წმიდისა და ერთარსისა ცხოველსა მყოფელისა და განუყოფელისა სამებისა: მამისა და ძისა და წმიდისა სულისა. მეფობასა დიდისა ბატონისა მეფისა და დიდისა მთავრისა ყოვლისა დიდისა, ცოტასა და თეთრისა რუსეთისა თვით მპყრობელისა და კეთილად შობილის პეტრე ალექსის შვილისა და მეფის შვილის დიდისა მთავრისა ალექსი პეტრეს შვილისა, ჩემ მიერ, მეფისა არჩილისა და ძისა ჩემისა ალექსანდრესაი დაიბეჭდა წიგნი ესე დავითი სამეფოსა ქალაქსა მოსკოს, წელთა დასაბაიმითგან შვიდი ათას ორას იგ [13]: და განხორციელებითგან ღმრთისა სიტყვისა. ათას შვიდას ე~ [5]: ინდიკტიონსა იგ. თუესა მარტსა ით.[19]. - შრიფტი: ნ. ხუცური[MFN: 31797]
რეზიუმე: წიგნს ორი თავფურცელი აქვს: ქართული და რუსული. როგორც მოწმობს პირველ სუფთა ფურცელზე გადასული კვალი, პირველი ადგილი თავდაპირველად ქართულ თავფურცელს სჭერია; შემდეგ რუსული თავფურცელი პირველ ადგილზე მოუთავსებიათ, ხოლო ქართული - მეორეზე. არჩილის დავითნის ერთადერთი სრული ცალი დაცულია მოსკოვში, ფეოდალურ-ბატონყმური ეპოქის არქივში. ბიბლიოთეკის ცალი დეფექტურია (უთავფურცლო, გვერდებნაკლულოვანი)
სახარება. - ტფილისი, 1709 ([ვახტანგის სტამბა]). - [6], ტბ [302], [2]გვ. : ილ., ორნამ. ; 29სმсм.. - თავფურცელზე: სამღთო და სამღდელო სახარება, აწ ახალი და პირველი დაბეჭდილი ქართულს ენაზედა: ჟამსა ამაღლებულისა და სახელოვანისა საქართველოს მეფისა უფლისა უფლისა გიორგისა იესეან დავითიან სოლომონიანისსა. შრომითა ფრიადითა და წარგებითა საფასეთათა, მართლ მადიდებლისა და განათლებულისა საქართველოს განმგებლისა ბატონიშვილისა თვით უფლისა ვახტანგ ლევანის ძისათა. გაიმართა წმიდაი ესე ხელითა ნიკოლოოზ მღდელ მონაზონისა ორბელის შვილისათა. ხელითა მესტამბე მიხაილ სტეფანე შვილისა უნგროვლახელისა. ქალაქსა ტფილისისასა. ქკსა: ქრისტეს აქეთ: ათას შვიდას და ცხრასა. - წიგნს ახლავ ვახტანგ VI პორტრეტი (პირველი ვარიანტი). - შრიფტი: ნ. ხუცური[MFN: 31798]
რეზიუმე: თავფურცელი შემკულია ორმაგი ორნამენტით და სურათებით: ღვთის მშობლისა, ქრისტესი და ნათლის მცემლისა. ასეთივე სურათებით არის შემკული სახარების ყოველი თავის [4] დასაწყისი თვითეული სახარების წინა ფურცლის მეორე გვერდზე მოთავსებულია მახარობლის[მათესი, მარკოზის, ლუკასი, და იოანესი] გრავიურა. გარდა ნაბეჭდი პორტრეტებისა, აწერილ(უნ.) ცალში ჩაკინძულია ფერადებით შესრულებული პორტრეტები ოთხივე მახარობელთა. აუნუსხავი პირველი გვერდები შემკულია ორნამენტებით, რომლებიც გვხვდება ტექტშიაც. მთელი ტექსტი დაბეჭდილია მსხვილი ნ. ხუცური შრიფტით. თავი ასოები მხატვრულად არის გაფორმებული. ნახმარია მხოლოდ შავი საღებავი. აწერილი ცალი (უნ.) ყ. საისტორიო-საეთნოგრაფიო მუზეუმის ბიბლიოთეკისა N4/127-ალექსანდრე ბატონიშვილისეულია. ყავისფერტყავგადაკრული, ხის ყდა მოცილებული აქვს. ყდაზე, ზემოდან, დაკრულია ლითონის ჯვარი, ჯვარცმის გამოხატულობით. ტექსტში მახარობლების ნაბეჭდი გრავიურების გვერდით, ჩაწებებულია მახარობლებისავე პორტრეტები, შესრულებული ხელით, ფერადებით-(სულ ოთხი ცალი). ყდის შიგნითა მხარეს (ყდის, მეორე გვერდი) მხედრული ხელით, მელნით:"სახარება მის უგანათლებულებისა არის, მეფის ძის ალექსანდრესი". ყდის ბოლო ნაპირზე ხელით მიწერილია: "ეს სახარება ნაქონია ალექსანდრე ბატონიშვილისა სპარსეთში". ე. თ. [ექვთიმე თაყაიშვილი].
დავითნი. - ტფილისი, 1709 ([ვახტანგის სტამბა]). - თ[9], სჟე [295]გვ. ; 13სმсм.. - შრიფტი: მსხვილი ნ. ხუცური. - უთავფურცლოა. აკლია აგრეთვე პირველი 16 გვერდი და ფურცლები შიგნით და ბოლოშიაც. ანუსხულია ფურცლობით, ნუსხური ასოებით. ეს წიგნი, რომ ვახტანგის სტამბის 1709 წლის დავითნია, ამას მოწმობს:I შედარება 1709 წლის სახარებასა და სამოციქულოსთან და ამ სამი გამოცემის შრიფტისა და შემკულობის სრული იგივეობის დადგენა. II შედარება-ვახტანგის სტამბისავე დავითნის მეორე, მესამე და მეოთხე გამოცემებთან და მათ შორის განსხვავების დადგენა: 1711 წლის დავითნი დაბეჭდილია არა ნ. ხუცურით, არამედ მხედრული შრიფტით; 1712-სა და 1716 წ. წ. გამოცემები-საშუალო და წვრილი ნ. ხუცურით. როგორც სჩანს, ახლად მოწყობილ სტამბას 1709 წელს მხოლოდ მსხვილი ნ. ხუცური შრიფტი ჰქონია მზად და ამ შრიფტით დაუბეჭდია, როგორც დიდი ტანის სახარება და სამოციქულო, აგრეთვე პატარა(13x9) დავითნიც. ამ უკანასკნელისათვის მსხვილი შრიფტი სრულიად შეუფერებელია. შემდგომს-1710-წელშივე ტფილისის სტამბა ნაირნაირი ზომის შრიფტს იყენებს კონდაკის, ჟამნისა და ლოცვანის დასაბეჭდად. ამავე წლის გამოცემებში გამოყენებულია აგრეთვე მხედრული შრიფტიც. 1709 წლის გამოცემები: სახარება, ს[MFN: 31799]
სამოციქულო. - ტფილისი, 1709 ([ვახტანგის სტამბა]). - [4] უმბ. [442]გვ. : ილ., ორნამ. ; 29სმсм.. - თავფურცელზე: "საღრთო და სამღდელო სამოციქულო. აწ ახალი და პირველი დაბეჭდილი ქართულს ენაზედა. ჟამსა ამაღლებულისა და სახელოვანისა საქართველოს მეფისა უფლისა გიორგისა, იესეან, დავითიან, სოლომონიანისასა. შრომითა ფრიადითა და წარგებითა საფასეთათა მართლმადიდებელსა და განათლებულისა საქართველოს განმგებელისა ბატონის შვილისა თვით უფლისა ვახტანგ ლევანის ძისათა. გაიმართა წმიდაი ესე ხელითა ნიკოლოზ მღდელ მონაზონისა ორბელის შვილისათა. ხელითა მესტამბე მიხაილ სტეფანე შვილისა უნგროვლახელისა. ქალაქსა ტფილისისასა. ქორონიკონსა ქრისტეს აქეთ ათას შვიდას და ცხრასა.". - შრიფტი: ნ. ხუცური წითელითა და შავი საღებავით. - წიგნში მოთავსებულია ბაგრატიონთა ღერბი და ვახტანგ VI პორტრეტი. - თავფურცელი შემკულია ღვთის მშობლის, ქრისტესი და ნათლის-მცემლის სურათებით, ერთ ყვავილოვა არეში; გარშემოვლებულია ორნამენტების ჩარჩოთი. თავფურცლის მეორე გვერდზე: ბაგრატინთა ღერბის ახალი ვარიანტი. ტექსტში მოციქულების სურათები. [422] გვ. ვახტანგის პორტრეტი, ორნამენენტებით შემკული. ღერბის ქვემოთ მოთავსებულია ექვსსტროფიანი ლექსი-ღერბის სიმბოლიკის განმარტება. - წიგნს დართული აქვს "საძიებელი მოწმობა" და "გამართვა შეცდომილთა სამოციქულითა"[MFN: 31800]
კონდაკი. - ტფილისი, 1710 ([ვახტანგის სტამბა]). - [8], 210, [2]გვ. : ილ., ორნამ. ; 20სმсм.. - წანართი: ვახტანგ VI წინასიტყვაობა; უნგროვლახელის მიმართვაკონდაკის წამკითხველისადმი. - თავფურცელზე: "კონდაკი, რაოდენიცა სწერია ამას შინა პირველი წესი და რიგი, ვითარ უხმსთ მღდელთა და დიაკონთა მსახურებასა ზედა და განგება მწუხარისა და ცისკრისა და სამნი კონდაკნი წმიდისა მამისა ჩვენისა იოანე ოქროპირისა და დიდისა ბასილისა და გრიგოლი დიოლაღოსისა (რომელსა ეწოდების სიწმიდის განახლება). კიდევ კურთხევანები წიგნის მკითხველისა და მგალობელისა. და კერძო დიაკონისა, და მღვდელისა და მღვდელთ მთავრისა და დღესასწაულთა. ერის განტევება და ჩამოლოცვანი შვიდეულთა დღეთა და დღესასწაულთანი. აწ ახალი დაბეჭდული ქართულსა ენასა ზედა, ჟამსა ამაღლებულისა მეფისა უფლისა უფლისა ქაიხოსროსა. შრომითა და წარსაგებელითა საფასეთათა განმგებელისა მისისა ბატონის შვილის უფლისა უფლისა ვახტანგისსა. გაიმართა ხელითა გერმანე მღვდელ-მონაზონისათა. ხელითა მესტამბე მიხაილ სტეფანე შვილისა უნგროვლახელისა. ქალაქსა ტფილისისასა. ქრისტეს აქეთ ჩღი". - შრიფტი: ნ. ხუცური და მხედრული: პირველ გვერდებზე: ბერძნული შრიფტიც. - წიგნს ახლავს ბაგრატიონთა ღერბი და ვახტანგ VI პორტრეტი. თავფურცელი და მთლიანად წიგნი გაფორმებულია მდიდრულად: ორნამენტებით, ჩარჩოებით, სურათებით (6) და სხვა შემკულობით: გამოყენებულია წითელი და შავი საღებავი. თავფურცელის მეორე გვერდზე: ბაგრატიონთა ღერბი; წიგნის ბოლოში-ვახტანგის პორტრეტი; ღერბის გარშემო წარწერაა: "ეფუცა უფალი დავითს ჭეშმარიტებითა და არა შეურაცხჰყოს იგი: ნაყოფისაგან მუცლისა შენისა დავსვა საყდართა შენთა". ყდა შავ ტყავდაკრული, ფოთლოვან ყვავილოვანი ორნამენტებით და არაბესკებით შემკული. ყდის შიგნითა მხარეს (ორთავე ნახევარს) გადაკრული აქვს ვახტანგის სტამბაში დაბეჭდილი ბიბლიის (ტფილისი. 1709-1722) ფურცლები, გვ. 263 და კიდევ სხვა. (პაგინაცია ჩამოჭრილი აქვს). ბაგრატიონთა ღერბის ქვეშ: ღერბის სიმბოლიკის განმარტება ლექსად[MFN: 31801]
ჟამნი. - ტფილისი, 1710 ([ვახტანგის სტამბა]). - 385გვ. : ილ., ორნამ. ; 10სმсм.. - უთავფურცლოა. - შრიფტი: მხედრული. წიგნი იწყება მესამე გვერდით, რომელიც თავფურცელის გაგრძელებას წარმოადგენს: [ხელითა] მესტამბე მიხაილ სტეფანე შვილისა უნგროვლახელისათა:. სარგებელად ქრისტეანეთა სულისათვის: ქალაქსა ტფილისისასა: ქრისტეს აქეთ ჩღი (გვ. 3). სამების ხატი ნ. ხუცური წარწერით: "სამება წ-ი მპყრობელი ყ[ოველ]თა" (გვ. 4). ტექსტის დასაწყისი: "შემოკლებულ[ი] ღამისა და დღისა ლოცვა: რაჟამს აღდგეს ქრისტიანე ძილისაგან, თქვას: (გვ.5)." გადასატანი სიტყვა ყოველი გვერდის ბოლო ნაპირზე ნ. ხუცური შრიფტით. ყოველ გვერდს შემოვლებული აქვს ორნამენტის არშია. პაგინაცია: არაბული ციფრებით[MFN: 31803]