სამოციქულო. - ტფილისი, 1709 ([ვახტანგის სტამბა]). - [4] უმბ. [442]გვ. : ილ., ორნამ. ; 29სმсм.. - თავფურცელზე: "საღრთო და სამღდელო სამოციქულო. აწ ახალი და პირველი დაბეჭდილი ქართულს ენაზედა. ჟამსა ამაღლებულისა და სახელოვანისა საქართველოს მეფისა უფლისა გიორგისა, იესეან, დავითიან, სოლომონიანისასა. შრომითა ფრიადითა და წარგებითა საფასეთათა მართლმადიდებელსა და განათლებულისა საქართველოს განმგებელისა ბატონის შვილისა თვით უფლისა ვახტანგ ლევანის ძისათა. გაიმართა წმიდაი ესე ხელითა ნიკოლოზ მღდელ მონაზონისა ორბელის შვილისათა. ხელითა მესტამბე მიხაილ სტეფანე შვილისა უნგროვლახელისა. ქალაქსა ტფილისისასა. ქორონიკონსა ქრისტეს აქეთ ათას შვიდას და ცხრასა.". - შრიფტი: ნ. ხუცური წითელითა და შავი საღებავით. - წიგნში მოთავსებულია ბაგრატიონთა ღერბი და ვახტანგ VI პორტრეტი. - თავფურცელი შემკულია ღვთის მშობლის, ქრისტესი და ნათლის-მცემლის სურათებით, ერთ ყვავილოვა არეში; გარშემოვლებულია ორნამენტების ჩარჩოთი. თავფურცლის მეორე გვერდზე: ბაგრატინთა ღერბის ახალი ვარიანტი. ტექსტში მოციქულების სურათები. [422] გვ. ვახტანგის პორტრეტი, ორნამენენტებით შემკული. ღერბის ქვემოთ მოთავსებულია ექვსსტროფიანი ლექსი-ღერბის სიმბოლიკის განმარტება. - წიგნს დართული აქვს "საძიებელი მოწმობა" და "გამართვა შეცდომილთა სამოციქულითა"[MFN: 31800]
კონდაკი. - ტფილისი, 1710 ([ვახტანგის სტამბა]). - [8], 210, [2]გვ. : ილ., ორნამ. ; 20სმсм.. - წანართი: ვახტანგ VI წინასიტყვაობა; უნგროვლახელის მიმართვაკონდაკის წამკითხველისადმი. - თავფურცელზე: "კონდაკი, რაოდენიცა სწერია ამას შინა პირველი წესი და რიგი, ვითარ უხმსთ მღდელთა და დიაკონთა მსახურებასა ზედა და განგება მწუხარისა და ცისკრისა და სამნი კონდაკნი წმიდისა მამისა ჩვენისა იოანე ოქროპირისა და დიდისა ბასილისა და გრიგოლი დიოლაღოსისა (რომელსა ეწოდების სიწმიდის განახლება). კიდევ კურთხევანები წიგნის მკითხველისა და მგალობელისა. და კერძო დიაკონისა, და მღვდელისა და მღვდელთ მთავრისა და დღესასწაულთა. ერის განტევება და ჩამოლოცვანი შვიდეულთა დღეთა და დღესასწაულთანი. აწ ახალი დაბეჭდული ქართულსა ენასა ზედა, ჟამსა ამაღლებულისა მეფისა უფლისა უფლისა ქაიხოსროსა. შრომითა და წარსაგებელითა საფასეთათა განმგებელისა მისისა ბატონის შვილის უფლისა უფლისა ვახტანგისსა. გაიმართა ხელითა გერმანე მღვდელ-მონაზონისათა. ხელითა მესტამბე მიხაილ სტეფანე შვილისა უნგროვლახელისა. ქალაქსა ტფილისისასა. ქრისტეს აქეთ ჩღი". - შრიფტი: ნ. ხუცური და მხედრული: პირველ გვერდებზე: ბერძნული შრიფტიც. - წიგნს ახლავს ბაგრატიონთა ღერბი და ვახტანგ VI პორტრეტი. თავფურცელი და მთლიანად წიგნი გაფორმებულია მდიდრულად: ორნამენტებით, ჩარჩოებით, სურათებით (6) და სხვა შემკულობით: გამოყენებულია წითელი და შავი საღებავი. თავფურცელის მეორე გვერდზე: ბაგრატიონთა ღერბი; წიგნის ბოლოში-ვახტანგის პორტრეტი; ღერბის გარშემო წარწერაა: "ეფუცა უფალი დავითს ჭეშმარიტებითა და არა შეურაცხჰყოს იგი: ნაყოფისაგან მუცლისა შენისა დავსვა საყდართა შენთა". ყდა შავ ტყავდაკრული, ფოთლოვან ყვავილოვანი ორნამენტებით და არაბესკებით შემკული. ყდის შიგნითა მხარეს (ორთავე ნახევარს) გადაკრული აქვს ვახტანგის სტამბაში დაბეჭდილი ბიბლიის (ტფილისი. 1709-1722) ფურცლები, გვ. 263 და კიდევ სხვა. (პაგინაცია ჩამოჭრილი აქვს). ბაგრატიონთა ღერბის ქვეშ: ღერბის სიმბოლიკის განმარტება ლექსად[MFN: 31801]
ჟამნი. - ტფილისი, 1710 ([ვახტანგის სტამბა]). - 385გვ. : ილ., ორნამ. ; 10სმсм.. - უთავფურცლოა. - შრიფტი: მხედრული. წიგნი იწყება მესამე გვერდით, რომელიც თავფურცელის გაგრძელებას წარმოადგენს: [ხელითა] მესტამბე მიხაილ სტეფანე შვილისა უნგროვლახელისათა:. სარგებელად ქრისტეანეთა სულისათვის: ქალაქსა ტფილისისასა: ქრისტეს აქეთ ჩღი (გვ. 3). სამების ხატი ნ. ხუცური წარწერით: "სამება წ-ი მპყრობელი ყ[ოველ]თა" (გვ. 4). ტექსტის დასაწყისი: "შემოკლებულ[ი] ღამისა და დღისა ლოცვა: რაჟამს აღდგეს ქრისტიანე ძილისაგან, თქვას: (გვ.5)." გადასატანი სიტყვა ყოველი გვერდის ბოლო ნაპირზე ნ. ხუცური შრიფტით. ყოველ გვერდს შემოვლებული აქვს ორნამენტის არშია. პაგინაცია: არაბული ციფრებით[MFN: 31803]
დავითნი. - ტფილისი, 1711 ([ვახტანგის სტამბა]). - სმეი [248], ლზ [37]. [1]გვ. : ილ., ორნამ. ; 20სმсм.. - წანართი: ვახტანგ VI წინასიტყვაობა. - თავფურცელზე: " აწ მეორე დაბეჭდული ქართულს ენასა ზედა. ჟამსა ამაღლებულისა მეფისა უფლისა უფლისა ქაიხოსროსსა, შრომითა და წარსაგებლითა საფასეთათა განმგებლისა მისისა ბატონის შვილის უფლისა უფლისა ვახტანგისსა. ხელითა მესტამბე მიხაილ სტეფანე შვილისა უნგროვლახელისა. ქალაქსა ტფილისისასა; ქრისტეს აქათ ათას შვიდას და თერთმეტი. გაიმართა ხელითა სიონის დეკანოზის შვილის გაბრიელისათა". - წიგნს დართული აქვს ბაგრატიონთა ღერბი და ვახტანგ VI პორტრეტი. - შრიფტი: მხედრული[MFN: 31806]
რეზიუმე: თავფურცელი ორნამენტების ჩარჩოში. თავფურცელის მეორე გვერდზე: ბაგრატიონთა ღერბი დ[4] გვერდზე: დავით წინასწარმეტყველის გრავიურა. შემოვლებული აქვს მედალიონისებურად ორმაგი წრე. ოვალური წრის ზემოთ, ირგვლივ - ოთხკუთხედი წრე, რომლის კუთხეები შიგნიდან ამოვსებულია ყვავილოვანი შემკულობით. მთელს გრავიურას, გარდა ქვემოგვერდისა, ორნამენტი აქვს შემოვლებული. ტექსტის ბოლოში დართულია ვახტანგის პორტრეტი, განსაკუთრებული გემოვნებით გაფორმებული. ბაგრატიონთა ღერბი - ორნამენტის ჩარჩოში. ღერბის ქვემოთ, ნუსხა ხუცური შრიფტით, დაბეჭდილია ლექსად. ამავე [3] გვერდის ქვემო ნაწილზე და შემდგომ [4] გვერდის ზემო ნაწილზე - დავითის გრავიურის ზემოთ - დაბეჭდილია ბერძნული ათსტრიქონიანი ლექსი
ვეფხის ტყაოსანი / [ვახტანგ VI გამოკვლევით "თარგმანი პირველი წიგნისა ამის ვეფხის ტყაოსნისა"]. - ტფილისი, 1712 ([ვახტანგის სტამბა]). - [4], ტნა [351]გვ. : ილ., ორნამ. ; 29სმсм.. - თავფურცელზე: "ვეფხის ტყაოსანი. აწ ახალი დაბეჭდული ქართულს ენასა ზედა ჟამსა ამაღლებულისა საქართველოს მპყრობელისა უფლისა უფლისა ვახტანგისსა. შრომითა წარსაგებელითა მისვე მპყრობელისათა. გაიმართა ხელითა ხელმწიფის კარის დეკანოზის შვილის მიქელისათა. ქალაქსა ტფილისისასა. ქრისტეს აქეთ ათ[ა]ს შვიდას და თორმეტსა. დასაბამითგან ვიდრე აქამომდე შვიდიათას ორას ოცსა". ტექსტის ქვემოთ: ორი ვინიეტი. - წიგნს ახლავს ბაგრატიონთა ღერბი და ვახტანგ VI პორტრეტი. - შრიფტი: მხედრული; წითელი და შავი საღებავით[MFN: 31808]
რეზიუმე: თავფურცელის გარშემო: ორმაგი ორნამენტის ჩარჩო. თავფურცლის მეორე გვერდზე: ბაგრატიონთა ღერბის ერთ-ერთი ვარიანტთაგანი: (ანგელოზები. ერთი ლომი): ღერბის გარშემო: ფოთლოვანი ორნამენტის ჩარჩო, კუთხეებში ანგელოზების თავებით. ჩარჩოს სამი მხრიდან შემოვლებული აქვს ორნამენტი, რომელსაც ქვეითა-მეოთხე მხარე ღია აქვს. ღერბის შიგნითა არეში ინიციალები: წ. ღ. დ. პ. მ. გ. ყ. ს.="წმიდაო ღმერთო! დაიცევ პატრონი მეფე გიორგი ყოვლისა საქართველოისა". ღერბის ქვემოთ და შემდეგს აუნუსხავ გვერდზე მოთავსებული ექვსტროფიანი ლექსი წარმოადგენს 1709 წლის სამოციქულოს [ნ] ღერბის ქვეშ მოთავსებული ლექსის განმეორებას. ქვემოთ-ვახტანგის წინასიტყვაობა. შემდეგ გვერდზე: ვახტანგის პორტრეტი, მდიდრულად შემკული ორნამენტებით. პორტრეტის ქვემოთ: ყვავილებიანი ვაზა. ტექსტში ყოველი თავის დასაწყისში: შემკულობა. ანუსხულია ქართული ასოებით: გვერდობით და რვეულობით. ტექსტი იწყება ა გვერდზე (შესავალით) სათაურით: "ქ. ამა ამბის დასაწუისი პირველი ამო და სასმენლად შვენიერი სწავლისათვის მოშაირეთასა ტარიელს და ნესტანდარეჯანს ვეფხის ტყაოსნობით უხმობენ". ტექტის ბოლოში-ორტაეპიანი ლექსია. ქვემოთაა: ვახტანგის გამოკვლევა, სათაურით: თარგმანი პირველი წიგნისა ამის ვეფხის ტყაოსნისა, თქმული ბატონის შვილის გამგებლის პატრონის ვახტანგისა" (სპვ-ტნა გვ.) ("თარგმანის" თავში ვახტანგი თავის თავს უწოდებს "ქართლის გამგებელს".)
კურთხევანი / [კვიპრიანე სამთავნელის წინასიტყვაობა]. - ტფილისი, 1713 ([ვახტანგის სტამბა]). - [4], ქკზ [627]გვ. : ილ., ორნამ. ; 20სმсм.. - თავფურცელზე: "კურთხევანი. აწ ახალი დაბეჭდილი ქართულსა ენასა ზედა, ჟამსა ამაღლებულისა საქართველოს მპყრობელისა უფლისაი უფლისაი ვახტანგისსა. ღვთივ განათლებულის საქართველოს გამგებლისა ბატონის შვილის უფლისაი უფლისაი სვიმონისსა. გაიმართა წმიდაი ესე ხელითა სამთავნელ ეპისკოპოსის კვიპრიანესითა. ხელითა ხელმწიფის კარის დეკანოზის შვილის მესტამბის მიქაელისათა. ქალაქსა ტფილისისასა. დასაბამითგან ქორონიკონსაი შვიდი ათას ორას ოცდა ერთსა. ქრისტეს აქეთ ჩღიგ". - დანართი: "საძიებელი წიგნის ამის". - წიგნს ახლავს ბაგრატიონთა ღერბი და ვახტანგ VI პორტრეტი. - შრიფტი: ნ. ხუცური[MFN: 31809]
რეზიუმე: წიგნს ახლავს კვიპრიანე სამთავნელის წინასიტყვაობა. ქვემოთ წარწერაა: "დავითის ნათესაობით სვიმონ არს გამგებელია. დავითის ებრივ უფლებად ღმერთმან სცხოს საცხებელია. დავიტის გამო მფარველ არს ქალწული ღმრთის მშობელია. და ვით გოლიათსა, მათს მტერთა ნუ მისცეს საშუბელია." მე-[4] გვერდზე ვახტანგის პორტრეტი, ორნამენტების ჩარჩოში. ტექსტის ბოლოში: ჭირთ მყოფნი, ლხინსა შესრულნი, მას აღარ მოიჩუნებენ. დარაი ბეჭვდა მბეჭდავს უსრულდეს, თავსა არ შეიჩუნებენ. (გვ. ქკბ 622) ქვემოთ: " საძიებელი წიგნისა ამის"(ქ.კგ-ქუზ=623-627 გვ.) წიგნი მდიდრულად შემკულია ორნამენტებით