წერილები , ხელშეკრულებები და სხვა დოკუმენტები ფოტოგრაფ ალ. ს. როინიშვილის პირადი არქივიდან : 1879 წლის 7 ოქტომბერი - 1901 წლის 29 სექტემბერი. - 1879. - 51 ფ.[MFN: 21]
საზოგადოების წევრების წერილები წევრად არჩევნისა და საწევრო გადასახადის გადახდის შესახებ : 1879 წლის 4 ივნისი - 1879 წლის 30 აგვისტო. - 1879. - 14 ფ.. - წერილებში მოხსენებულნი არიან: გიორგი ყაზბეგი, ნიკო დადიანი, გაბრიელ ეპისკოპოსი და სხვ.[MFN: 22]
სხვადასხვა პირებისა და დაწესებულებების სამადლობელი წერილები საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარის ილია ჭავჭავაძისადმი მათთვის დახმარების აღმოჩენის გამო ; იაკობ გოგებაშვილის მოხსენება მასწავლებელთა დამხმარე სალაროს დასაარსებლად მის მიერ ათასი მანეთის გადადების შესახებ ; ვაჟა-ფშაველას და სხვა მწერლების განცხადებები დახმარების აღმოჩენის შესახებ : 1879 წლის 4 ივლისი - 1908 წლის 31 ოქტომბერი. - 1879. - 95 ფ.. - საქმეში დაცულია: სამგლოვიარო დეპეშები ილია ჭაჭავაძის მოკვლის გამო. - სხვადასხვა ავტორების მომართვა, რეცენზიები და ხელშეკრულებები მათი ნაშრომების გამოცემაზე. - ოქმები ილია ჭავჭავაძის სახელობის ფონდის შექმნისა და მის საფლავზე ძეგლის აგების შესახებ[MFN: 25]
მიწერ-მოწერა გორის სამასწავლებლო სემინარიის დირექტორთან სემინარიაში სტიპენდიების დაარსების შესახებ : 1879 წლის 11 ივნისი - 1886 წლის 27 დეკემბერი. - 1879. - 102 ფ.. - საქმეში დაცულია: სტიპენდიატ მოწაფეების წარმატება - ყოფაქცევის უწყისები. - სტიპენდიატ მოწაფეების ხელწერილები სასოფლო სკოლებში სავალდებულო სამსახურის შესახებ[MFN: 26]
საზოგადოების გამგეობის საგანგებო სხდომის დადგენილება, მომგებიანი სესხის ბილეთის შეძენის შესახებ : 1880 წლის 24 თებერვალი - 1887 წლის 10 თებერვალი. - 1880. - 5 ფ.. - საქმეში დაცულია: ი. დავითაშვილის წერილი სოფლებში წიგნის გასავრცელებლად მისთვის დახმარების აღმოჩენის გამო[MFN: 30]