საქართველოს უპირატეს მმართებელმა უფალმა ინფანტერიის ღენერალმა ა.პ. ერმოლოვმა... // საქართველოს გაზეთი : ყოველკვირეული გამოცემა. - თბილისი, 1819. - 4 აპრილი. - N5. - გვ.1[MFN: 66]
ანოტაცია: დადგენილება თათრების ადგილიდან ადგილზე ხშირად გადასვლის აღკვეთის მიზნით, მათი საზღვარგარეთ წასვლის ან გადასახლების შემთხვევაში მათი მიწები დაუნაწილდეს ადგილობრივ მცხოვრებლებს
საზოგადოსა სარგებლობისათვის თბილისის მცხოვრებთასა ამა წლის დაწყებასა შინა საქართველოს ღუბერნატორის უფლის ღენერალ-მაიორის და კავალერის ხოვენისაგან მიწერილ არს ბრძანება თბილისის პოლიცმეისტერისადმი შემდგომისა ჰაზრისა... // საქართველოს გაზეთი : ყოველკვირეული გამოცემა. - თბილისი, 1819. - 4 აპრილი. - N5. - გვ.3-4[MFN: 67]
ანოტაცია: სანიტარულ მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით თბილისში სამღებროებისა და დაბახანების ქალაქგარეთ გადატანა; საპნის ხარშვა მოეწყოს აბანოსაგან მოშორებით მტკვრის პირზედ; ყასაბხანებში დუქნებთან საქონელი არ დაიკლას, თავახდილ სახაშეებში ბუხარი მოეწყოს, მეთევზეთა დუქნები დიდ ქუჩებიდან მოშორებით იქნას გადატანილი და სხვა
[პ]ირი წარწერილობისა საქართველოს ღუბერნატორის უფლის ღენერალ-მაიორის ხოვენისგან... ტფილისის პოლიცმეისტრისადმი 25 ივნისსა ამ 1819 წ. N2025... // საქართველოს გაზეთი : ყოველკვირეული გამოცემა. - თბილისი, 1819. - 11 ივლისი. - N19. - გვ.1-2[MFN: 68]
ანოტაცია: მიუხედავად არაერთხელ გამოცხადებისა შემჩნეულია მოქალაქეთა მიერ თავიანთ სახლებში იმ პირთა ჩასახლება, რომელთაც არა აქვთ მთავრობისგან არავითარი პირადი მოწმობა. გაფრთხილება, რომ შემჩნეულ სახლის პატრონთ გადასახადი ექნებათ ჯარიმა დღეში 10 მანეთი; უპასპორტოთა დაყენებისათვის დაწესებულია 25 მან., ხოლო გაქცეულ კაცის მიღებისათვის 35 მან. ჯარიმა
უფალთ მინისტრთ კამიტეტის განჩინებითა და საქართველოს შინა მმართებლის და კავალერის ველამინოვის წარმოწერითა... // საქართველოს გაზეთი : ყოველკვირეული გამოცემა. - თბილისი, 1819. - 5 დეკემბერი. - N40. - გვ.4[MFN: 70]
ანოტაცია: ადგილობრივი ფოსტის კანტორა ტვირთულობს რუსეთში და საქართველოს სხვა ადგილებში თეთრისა და ამანათების გაგზავნას. საქართველოს ფარგლებში გაგზავნა ძველი წესით იწარმოებს
ანოტაცია: ა. პ. ერმოლოვის განკარგულება, რომ იგი მხოლოდ იმ აზრებს მიიღებს, რომელნიც უმაღლეს ინსტანციაში განსახილველად არიან განკუთვნილნი და საჩივრებს დაწესებულებათა და მაღალთანამდებობის პირთა არაკანონიერ მოქმედებაზე. დანარჩენნი უნდა იქნენ მიცემული სათანადო დაწესებულებებში. დასახელებულია რა შინაარსის არზა სად უნდა იყოს შეტანილი
ანოტაცია: ბრძანებულება "ღერბის ქაღალდისათვის და უქაზი ყერისათვის კონტაქტთასა ნასყიდობის ქაღალდსა ზედა მოყვანებულ იქმნას საქართველოსა შინა მოქმედებად, ხოლო პაშპორტნი დატევებულ იქმნენ შემდგომად უქაზის მიღებამდე უწინდელსა შინა ფასსა"
ანოტაცია: განცხადება, რომ ყოველგვარი არზა, განცხადება მხოლოდ საღერბო ქაღალდზე დაწერილი მიიღება, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ "ჰსჯულიერი ძალი და მოქმედება არა ექმნებათ"
აღნიშვნა საგანთა, რომელთათვის ბრძანებულ არს ხმარება ღერბის ქაღალდისა ჩვენებითა ფასთათა // საქართველოს გაზეთი : ყოველკვირეული გამოცემა. - თბილისი, 1819. - 16 მაისი. - N11. - გვ.3. - გაგრძელება N12-ში და N15-ში[MFN: 74]
აღნიშვნა საგანთა, რომელთათვის ბრძანებულ არს ხმარება ღერბის ქაღალდისა ჩვენებითა ფასთათა // საქართველოს გაზეთი : ყოველკვირეული გამოცემა. - თბილისი, 1819. - 23 მაისი. - N12. - გვ.1-2. - გაგრძელება N12-ში და N15-ში[MFN: 75]