ძიების ისტორია
ძიების ისტორიაში თავმოყრილია ბოლო წარმატებული ძიებები და დამახსოვრებული შედეგები.
- ისტორიაში ავტომატურად მოხვდება მხოლოდ საძიებო ფორმით ჩატარებული წარმატებული ძიება.
- ლინკებზე დაწოლით განხორციელებული ძიებები შეგიძლიათ დაიმახსოვროთ შედეგის შენახვა–ზე დაწოლით.
- შედეგის შენახვა აგრეთვე შეგიძლიათ გამოიყენოთ ბაზის დათვალიერებისას - დაიმახსოვრებს მიმდინარე MFN–ს.
- ბოლო დამახსოვრებული მოთხოვნა ყოველთვის განთავსდება სიის დასაწყისში.
- ერთნაირი მოთხოვნები არ განმეორდება. ის გადაინაცვლებს სიის დასაწყისში.
- ძიების ისტორიაში დამახსოვრებული მოთხოვნების რაოდენობა შეზღუდულია. საერთო რაოდენობა მითითებულია სიის დასაწყისში.
- გარკვეული პერიოდის შემდეგ, თუ ბაზასთან არ იმუშავებთ, ისტორია გასუფთავდება.
შედეგის შენახვა – ლინკი, განთავსებულია შედეგების ზემოთ, მარჯვენა მხარეს (ძიების შედეგები - 5).
მოთხოვნები ორნაირი ტიპისაა:
- ძიებისას შენახული მოთხოვნა.
საძიებო ფრაზის გვერდით (მარცხენა მხარეს) მითითებულია ამ შეკითხვაზე მიღებული შედეგების რაოდენობა (78).
მოთხოვნაზე დაწოლისას გადავდივართ შესაბამისი ბაზის საძიებო ფორმაზე, რომელიც ივსება მიმდინარე საძიებო მოთხოვნით.
- ბაზის დათვალიერებისას შენახული MFN-ი.
დამახსოვრებულია მხოლოდ საწყისი MFN–ი ბაზის დასათვალიერებლად. MFN–ის ნომერზე დაწოლისას გადავდივართ შესაბამის ბაზაზე და ჩანაწერზე.
ინტერფეისი:
- მოთხოვნის ქვემოთ მითითებულია იმ მონაცემთა ბაზის სახელი, რომელშიც განხორციელდა ძიება.
- მოთხოვნის გასწვრივ, მარჯვენა მხარეს, მითითებულია მოთხოვნის შენახვის დრო.
- დროის დაბლა მოთავსებულია ლინკი ამოშლა, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ წაშალოთ (ამოაგდოთ სიიდან) მიმდინარე მოთხოვნა.
- ძიების ისტორიის გასუფთავებისათვის გამოიყენეთ ლინკი ისტორიის გასუფთავება (განთავსებულია სიის ბოლოს).