ანოტაცია: ზემო აფხაზეთის დაბომბვასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელთა განცხადებები და მოთხოვნა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ცეცხლის განუახლებლობის შეთანხმებაზე ხელმოწერასა და ზემო აფხაზეთიდან საჯარისო ნაწილების გაყვანაზე
პერსონალია:სუბელიანი სოსო (აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის თანამშრომელი); გუჯეჯიანი რეზო (ზემო აფხაზეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი); ფელგენგაუერი პაველ (რუსი სამხედრო და პოლიტიკური ექსპერტი); ბაგაფში სერგეი (აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი); სოსნალიევი სულტან (აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი); დრობიშევსკი ალექსანდრ (რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალების სარდალი); კამინინი მიხაილ (რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი).
ანოტაცია: საქართველოს ხელისუფლების განცხადებები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევასა და ზემო აფხაზეთის ტერიტორიის ინტენსიურ დაბომბვასთან დაკავშირებით
ანოტაცია: თემურ მიქიას მიმართ ფოთის პოლიციის ყოფილი თანამშრომლების მიერ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის განხორციელება და დაუდგენელ ვითარებაში ფოთის შს სამმართველოს შენობიდან ეჭვმიტანილის გადმოვარდნა და დაღუპვა
პერსონალია:საჯაია თორნიკე (ფოთის პოლიციის ყოფილი უფროსი, ბრალდებული); ჯღამაძე პაატა (ფოთის პოლიციის ქვეგანყოფილების ყოფილი უფროსი, ბრალდებული); სიხუაშვილი ავთანდილ (ფოთის პოლიციის ინსპექტორი, ბრალდებული); შურღაია თემურ (პოლიციელი, ბრალდებული); კაჭარავა რომან (ფოთის პოლიციის ყოფილი პასუხისმგებელი მორიგე, ბრალდებული).