The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
Home  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
Texts are given in Georgian and English languages.


თამარ პაპავა

თამარ პაპავა
Legal name:თამარ გოგოლაშვილი
Other name:ისახარი  (Pseudonym)
ქოჩრიანი ტოროლა  (Pseudonym)
Date of birth:1888
Date of death:1976  (at 88 years)
Burial location:ლევილის ქართველთა სასაფლაო, საფრანგეთი
Category:Writer

Biography

მწერლისა და ჟურნალისტის, საზოგადო მოღვაწის აკაკი პაპავას მეუღლე თამარ გოგოლაშვილი–პაპავა დაიბადა 1888 წელს ქუთაისში, ცნობილი ქართველი მსახიობის – სიმონ გოგოლაშვილის ოჯახში. სამწერლო ასპარეზზე თამარი ძალზე ახალგაზრდა გამოვიდა – წერდა მოთხრობებს "ქოჩრიანი ტოროლას" ფსევდონიმით. ამავე დროს თანამშრომლობდა იოსებ იმედაშვილის ჟურნალ "თეატრი და ცხოვრებაში". ახალგაზრდა მწერალს გზა გაუკვლია "ივერიის" რეადქტორმა ფილიპე გოგიჩაიშვილმა. თამარმა ცალკე წიგნად გამოსცა და თარგმნა ბონზელსის ცნობილი ნაშრომი "ფუტკარი და მაია".

1923 წელს თამარი შვილებთან – ტურფასა და მზიასთან ერთად მეუღლესთან ბერლინში გაემგზავრა. მან ბერლინშიც განაგრძო ლიტერატურული მოღვაწეობა. თამარ პაპვას ისტორიული ნარკვევები "ისახარის" ფსევდონიმით პარიზში იბეჭდებოდა ჟურნალ "კავკასიონში". 1937 წელს გამოვიდა თამარ პაპვას წიგნი "დიდი სახეები პატარა ჩარჩოში" ექვთიმე თაყაიშვილის წინასიტყვაობით (ხელმეორედ გამოიცა 1953 წელს).

II მსოფლიო ომის დროს თამარ პაპავას ოჯახი ტიურინგიაში, ბავარიასა და ავსტრიაში ცხოვრობდა, ხოლო 1949 წლიდან არგენტინაში.

1951 წელს ბუენოს–აირესში გამოიცა თამარ პაპავას ისტორიული ნარკვევი დარეჯან დედოფლის შესახებ, რომელსაც წინ უძღოდა ნოე ჟორდანიას წერილი "ქართველი ქალი". ხოლი 1956 წელს მეუღლესთან ერთად – "მარიამ უკანასკნელი დედოფალი საქართველოსი".

პაპავების ოჯახი ქართული ემიგრაციის ყველაზე ძლიერ კერად ითვლებოდა, მათთან ხშირად იკრიბებოდნენ საქართველოდან გადახვეწილები, პაპავები ბევრ ემიგრანტს მფარველობდნენ.

დიდია თამარისა და მისი მეუღლის აკაკი პაპავას ღვაწლი უცხოეთში მოხვედრილ ძველი ქართული კულტურის ნიმუშების შეძენისა და დაცვის საქმეში. განსაკუთრებით აღსანიშნავია მათი დამსახურება თბილისის სიონის საკურთხევლის ნაქარგი გადასაფარებლის გადარჩენაში, რომელიც წლების განმავლობაში პაპავების ოჯახში ინახებოდა და ბოლოს, რეზო თაბუკაშვილის საშუალებით, საქართველოს დაუბრუნდა. 

თამარ პაპვა გარდაიცვალა 1976 წელს ბუანოს–აირესში, დაკრძალულია ლევილში, მეუღლის გვერდით.